მუსხაფი, გვერდი 443

  1. وَآيَةٌ لَهُمْ أَنَّا حَمَلْنَا ذُرِّيَّتَهُمْ فِي الْفُلْكِ الْمَشْحُونِ

    და სასწაულია მათთვის ის, რომ ჩვენ გადავიყვანეთ მათი შთამომავლობა გადავსებული ხომალდით!

    36:41
  2. وَخَلَقْنَا لَهُمْ مِنْ مِثْلِهِ مَا يَرْكَبُونَ

    და ჩვენ დავადგინეთ მსგავსი მისი, რაშიც სხდებიან!

    36:42
  3. وَإِنْ نَشَأْ نُغْرِقْهُمْ فَلَا صَرِيخَ لَهُمْ وَلَا هُمْ يُنْقَذُونَ

    და თუ ვინებებთ, დავახრჩობთ მათ. მაშინ მათთვის არ იქნება საშველად მომხმობი და არც უშველიან მათ,

    36:43
  4. إِلَّا رَحْمَةً مِنَّا وَمَتَاعًا إِلَىٰ حِينٍ

    გარდა ჩვენს მიერ წყალობად და დადგენილ ვადამდე სარგებლად (თუკი იქნება ჩვენი ნება).

    36:44
  5. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ اتَّقُوا مَا بَيْنَ أَيْدِيكُمْ وَمَا خَلْفَكُمْ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ

    და აკი ეთქვათ მათ: „გეშინოდეთ იმის, რაც თქვენს წინაა და იმისიც, რაც თქვენს უკანაა, ეგების შეწყალებულ იქმნეთ!“

    36:45
  6. وَمَا تَأْتِيهِمْ مِنْ آيَةٍ مِنْ آيَاتِ رَبِّهِمْ إِلَّا كَانُوا عَنْهَا مُعْرِضِينَ

    და არ მოევლინება არც ერთი აიათი, რომ არ შეიქციონ პირი მისგან.

    36:46
  7. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ أَنْفِقُوا مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ قَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلَّذِينَ آمَنُوا أَنُطْعِمُ مَنْ لَوْ يَشَاءُ اللَّهُ أَطْعَمَهُ إِنْ أَنْتُمْ إِلَّا فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    და როცა ეთქვათ: „გაიღეთ იქიდან, რაც გიბოძათ ალლაჰმა“, უთხრეს ურწმუნონმა მორწმუნენს: „განა გამოვკვებოთ ის, რომელსაც დააპურებს ალლაჰი, თუკი იქნება ნება მისი? თქვენ მხოლოდ აშკარა გზააბნევაში ხართ“.

    36:47
  8. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    და ამბობენ: „თუკი სიმართლისმთქმელნი ხართ, როდისღა დადგება ეს აღთქმა“?

    36:48
  9. مَا يَنْظُرُونَ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً تَأْخُذُهُمْ وَهُمْ يَخِصِّمُونَ

    ისინი არაფერს ელოდებიან, თუ არა ერთი საშინელი ხმისა, რომელიც კინკლაობაში გართულთ შეიპყრობს.

    36:49
  10. فَلَا يَسْتَطِيعُونَ تَوْصِيَةً وَلَا إِلَىٰ أَهْلِهِمْ يَرْجِعُونَ

    მაშინ ისინი ვერ შეძლებენ ერთურთისადმი რჩევას, და ვერც თავიანთ ოჯახთან დაბრუნებას.

    36:50
  11. وَنُفِخَ فِي الصُّورِ فَإِذَا هُمْ مِنَ الْأَجْدَاثِ إِلَىٰ رَبِّهِمْ يَنْسِلُونَ

    და ჩაიბერება საყვირში, მაშინ ისინი სამარეებიდან (წამომდგარნი) თავიანთი ღმერთისკენ გაემართებიან!

    36:51
  12. قَالُوا يَا وَيْلَنَا مَنْ بَعَثَنَا مِنْ مَرْقَدِنَا ۜ ۗ هَٰذَا مَا وَعَدَ الرَّحْمَٰنُ وَصَدَقَ الْمُرْسَلُونَ

    იტყვიან: „ვაი, ჩვენ! ვინ წამოგვაყენა, სადაც გვეძინა?“ ესაა, რაც აღუთქვა მოწყალემ, რამეთუ შუამავალთ ჭეშმარიტება უღაღადიათ!

    36:52
  13. إِنْ كَانَتْ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً فَإِذَا هُمْ جَمِيعٌ لَدَيْنَا مُحْضَرُونَ

    მხოლოდ ერთი საშინელი ხმა და მაშინვე ყველანი ჩვენს წინაშე წარსდგებიან!

    36:53
  14. فَالْيَوْمَ لَا تُظْلَمُ نَفْسٌ شَيْئًا وَلَا تُجْزَوْنَ إِلَّا مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    იმ დღეს უკვე არ დაიჩაგრება არც ერთი სული. და არ მოგეზღვებათ, გარდა რასაც სჩადიოდით!

    36:54

თარგმანი: რეზო მიქელაძე