მუსხაფი, გვერდი 436
-
وَمَا يَسْتَوِي الْبَحْرَانِ هَٰذَا عَذْبٌ فُرَاتٌ سَائِغٌ شَرَابُهُ وَهَٰذَا مِلْحٌ أُجَاجٌ ۖ وَمِنْ كُلٍّ تَأْكُلُونَ لَحْمًا طَرِيًّا وَتَسْتَخْرِجُونَ حِلْيَةً تَلْبَسُونَهَا ۖ وَتَرَى الْفُلْكَ فِيهِ مَوَاخِرَ لِتَبْتَغُوا مِنْ فَضْلِهِ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
და არ არის თანასწორი ორი ზღვა. ეს ერთი, მტკნარი, წყურვილსა ახშობს, მეორე კი მლაშე, მწარეა. ყველასგან იკვებებით ქორფა ხორცით, იღებთ სამკაულებს, რომლითაც იკაზმებით. შენ ხედავ როგორ სერავენ მათ გემები, რათა მოიძიოთ მისი წყალობა. ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
35:12 -
يُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَيُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ وَسَخَّرَ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ كُلٌّ يَجْرِي لِأَجَلٍ مُسَمًّى ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ لَهُ الْمُلْكُ ۚ وَالَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِهِ مَا يَمْلِكُونَ مِنْ قِطْمِيرٍ
იგი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. და დაუმორჩილა დადგენილ კანონებს მზე და მთვარე. ყველა დაცურავს დათქმულ ვადამდე. სწორედ ესაა ალლაჰი, თქვენი ღმერთი. მას ეკუთვნის მეუფება. ხოლო რომელთაც მოუხმობთ თქვენ, გარეშე მისა, კურკის აპკსაც არ ფლობენ.
35:13 -
إِنْ تَدْعُوهُمْ لَا يَسْمَعُوا دُعَاءَكُمْ وَلَوْ سَمِعُوا مَا اسْتَجَابُوا لَكُمْ ۖ وَيَوْمَ الْقِيَامَةِ يَكْفُرُونَ بِشِرْكِكُمْ ۚ وَلَا يُنَبِّئُكَ مِثْلُ خَبِيرٍ
თუკი მოუხმობთ მათ, არ ესმით თქვენი ვედრება, და რომც გაიგონ, ვერ გიპასუხებენ. ხოლო აღდგომის დღეს უარყოფენ თქვენს მრავალღმერთიანობას. და ვერ გამცნობს შენ ისე, როგორც ყოვლისმცოდნე!
35:14 -
يَا أَيُّهَا النَّاسُ أَنْتُمُ الْفُقَرَاءُ إِلَى اللَّهِ ۖ وَاللَّهُ هُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ
ჰეი, ხალხო! თქვენ ალლაჰის წინაშე ღატაკნი ხართ, ხოლო ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
35:15 -
إِنْ يَشَأْ يُذْهِبْكُمْ وَيَأْتِ بِخَلْقٍ جَدِيدٍ
თუკი ინებებს, მოგგვით თქვენ და მოიყვანს ახალ ხალხს.
35:16 -
وَمَا ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ بِعَزِيزٍ
რამეთუ ეს ალლაჰისთვის არ არის ძნელი!
35:17 -
وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ ۚ وَإِنْ تَدْعُ مُثْقَلَةٌ إِلَىٰ حِمْلِهَا لَا يُحْمَلْ مِنْهُ شَيْءٌ وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۗ إِنَّمَا تُنْذِرُ الَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُمْ بِالْغَيْبِ وَأَقَامُوا الصَّلَاةَ ۚ وَمَنْ تَزَكَّىٰ فَإِنَّمَا يَتَزَكَّىٰ لِنَفْسِهِ ۚ وَإِلَى اللَّهِ الْمَصِيرُ
და არ იტვირთავს არც ერთი სული სხვის ტვირთს და თუ მოუხმოს ტვირთით დამძიმებულმა, არაფერს შეუმსუბუქებს მას, თუნდ ახლო ნათესავი იყოს. შენ შეაგონებ მხოლოდ მათ, რომელთაც უხილველადაც კი ეშინიათ თავიანთი ღმერთის და ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას. და ვინც განიწმინდება, საკუთარი თავისთვის განიწმინდება და ფინიში ალლაჰთანაა!
35:18
თარგმანი: რეზო მიქელაძე