მუსხაფი, გვერდი 435

  1. وَإِنْ يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَتْ رُسُلٌ مِنْ قَبْلِكَ ۚ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ

    და თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, შენამდეც ხომ ცრუდ შერაცხულ იქნენ შუამავალნი. და ყველა საქმეები ალლაჰთან მიიქცევა.

    35:4
  2. يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ ۖ فَلَا تَغُرَّنَّكُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا ۖ وَلَا يَغُرَّنَّكُمْ بِاللَّهِ الْغَرُورُ

    ჰეი, ხალხო! უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და დაე, არ გაცდუნოთ მაცდუნებელმა ალლაჰის თაობაზე!

    35:5
  3. إِنَّ الشَّيْطَانَ لَكُمْ عَدُوٌّ فَاتَّخِذُوهُ عَدُوًّا ۚ إِنَّمَا يَدْعُو حِزْبَهُ لِيَكُونُوا مِنْ أَصْحَابِ السَّعِيرِ

    უეჭველად, ეშმაკი თქვენი მტერია. მაშ, თქვენც აღიარეთ მტრად. ის მოუხმობს თავის მოკავშირეებს , რათა გახდნენ ისინი ცეცხლის ბინადარნი.

    35:6
  4. الَّذِينَ كَفَرُوا لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ ۖ وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَأَجْرٌ كَبِيرٌ

    რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიადი!

    35:7
  5. أَفَمَنْ زُيِّنَ لَهُ سُوءُ عَمَلِهِ فَرَآهُ حَسَنًا ۖ فَإِنَّ اللَّهَ يُضِلُّ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۖ فَلَا تَذْهَبْ نَفْسُكَ عَلَيْهِمْ حَسَرَاتٍ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِمَا يَصْنَعُونَ

    განა ის, ვისაც თავისი სიავე მოეკაზმა და სიკეთე ჰგონია? უეჭველად, ალლაჰი აცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და დაადგენს სწორ გზაზე, ინებებს ვისაც. მაშ, მათ გამო არ გალიო სული შენი მწუხარებით! უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი აკეთებენ.

    35:8
  6. وَاللَّهُ الَّذِي أَرْسَلَ الرِّيَاحَ فَتُثِيرُ سَحَابًا فَسُقْنَاهُ إِلَىٰ بَلَدٍ مَيِّتٍ فَأَحْيَيْنَا بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ كَذَٰلِكَ النُّشُورُ

    იგია ალლაჰი, რომელიც გზავნის ქარებს, შემდეგ გადააადგილებენ ღრუბლებს. მერე ჩვენ მივერეკებით მათ მკვდარი მიწისკენ და მისით ვაცოცხლებთ მიწას მისი სიკვდილის შემდეგ. აი, ამგვარად იქნება აღდგომა!

    35:9
  7. مَنْ كَانَ يُرِيدُ الْعِزَّةَ فَلِلَّهِ الْعِزَّةُ جَمِيعًا ۚ إِلَيْهِ يَصْعَدُ الْكَلِمُ الطَّيِّبُ وَالْعَمَلُ الصَّالِحُ يَرْفَعُهُ ۚ وَالَّذِينَ يَمْكُرُونَ السَّيِّئَاتِ لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ ۖ وَمَكْرُ أُولَٰئِكَ هُوَ يَبُورُ

    თუ ვინმეს სურს ძლიერება, ძლიერება ხომ ალლაჰის წიაღშია მთლიანად. მასთან ადის სიტყვა მშვენიერი და იგი აღამაღლებს კეთილ საქმეს. ხოლო რომელნიც სიავ-მზაკვრობას ხლართავენ, მათთვისაა სასჯელი სასტიკი და მათ მიერ შემზადებული მზაკვრობა განწირულია!

    35:10
  8. وَاللَّهُ خَلَقَكُمْ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ مِنْ نُطْفَةٍ ثُمَّ جَعَلَكُمْ أَزْوَاجًا ۚ وَمَا تَحْمِلُ مِنْ أُنْثَىٰ وَلَا تَضَعُ إِلَّا بِعِلْمِهِ ۚ وَمَا يُعَمَّرُ مِنْ مُعَمَّرٍ وَلَا يُنْقَصُ مِنْ عُمُرِهِ إِلَّا فِي كِتَابٍ ۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ

    და ალლაჰმა გაგაჩინათ მიწისგან, მერე სპერმისგან, მერე კი დაგადგინათ წყვილებად. და ვერ დაორსულდება მდედრი და ვერცა შობავს, გარეშე თვისა ცოდნით. ყველა არსების სიცოცხლის ხანგძლივობა და ხანმოკლეობა, უთუოდ, წიგნშია ჩაწერილი.უეჭველად, ეს ალლაჰისთვის იოლია!

    35:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე