მუსხაფი, გვერდი 420
-
قُلْ لَنْ يَنْفَعَكُمُ الْفِرَارُ إِنْ فَرَرْتُمْ مِنَ الْمَوْتِ أَوِ الْقَتْلِ وَإِذًا لَا تُمَتَّعُونَ إِلَّا قَلِيلًا
უთხარი: „გაქცევა არას გარგებთ, თუ სიკვდილს ან დაღუპვას გაურბიხართ. სიკეთეებით მცირე ხანს დატკბებით!“
33:16 -
قُلْ مَنْ ذَا الَّذِي يَعْصِمُكُمْ مِنَ اللَّهِ إِنْ أَرَادَ بِكُمْ سُوءًا أَوْ أَرَادَ بِكُمْ رَحْمَةً ۚ وَلَا يَجِدُونَ لَهُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا
უთხარი: „ვის ძალუძს აღუდგეს ალლაჰისგან, თუ ის თქვენთვის სიავის შეხებას ან მოწყალების მომადლებას ინებებს?“ და ვერ ჰპოვებენ მათთვის შემწეს და მფარველს, გარდა ალლაჰისა!
33:17 -
قَدْ يَعْلَمُ اللَّهُ الْمُعَوِّقِينَ مِنْكُمْ وَالْقَائِلِينَ لِإِخْوَانِهِمْ هَلُمَّ إِلَيْنَا ۖ وَلَا يَأْتُونَ الْبَأْسَ إِلَّا قَلِيلًا
უეჭველად, ალლაჰი უწყის, რომელნიც უკეთურობას სთესენ და რომელნიც ეუბნებიან თავიანთ ძმებსაც: „მოდით ჩვენთანო!“ და არ მოვლენ, თუ არა მცირედისა;
33:18 -
أَشِحَّةً عَلَيْكُمْ ۖ فَإِذَا جَاءَ الْخَوْفُ رَأَيْتَهُمْ يَنْظُرُونَ إِلَيْكَ تَدُورُ أَعْيُنُهُمْ كَالَّذِي يُغْشَىٰ عَلَيْهِ مِنَ الْمَوْتِ ۖ فَإِذَا ذَهَبَ الْخَوْفُ سَلَقُوكُمْ بِأَلْسِنَةٍ حِدَادٍ أَشِحَّةً عَلَى الْخَيْرِ ۚ أُولَٰئِكَ لَمْ يُؤْمِنُوا فَأَحْبَطَ اللَّهُ أَعْمَالَهُمْ ۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرًا
რამეთუ მოშურნეობენ თქვენდამი. შემდეგ როცა შიში ეწევათ, ხედავ როგორ გიყურებენ თვალების ცეცებით, როგორც ადამიანი, რომელსაც სიკვდილის წინ გული მისდის. ხოლო როცა შიში გაუვლით, გულს გტკენენ მწარე ენით, მოშურნეობენ სიკეთის წინაშე. სწორედ ეგენი არიან, რომელთაც არ ირწმუნეს და ალლაჰმა ფუჭად ჰქმნა მათი საქმენი. და ეს ალლაჰისთვის იოლია!
33:19 -
يَحْسَبُونَ الْأَحْزَابَ لَمْ يَذْهَبُوا ۖ وَإِنْ يَأْتِ الْأَحْزَابُ يَوَدُّوا لَوْ أَنَّهُمْ بَادُونَ فِي الْأَعْرَابِ يَسْأَلُونَ عَنْ أَنْبَائِكُمْ ۖ وَلَوْ كَانُوا فِيكُمْ مَا قَاتَلُوا إِلَّا قَلِيلًا
ფიქრობენ, რომ მოკავშირეები არ წასულან. მოკავშირეები რომც მოვიდნენ, მომთაბარე არაბებთან ისურვებენ ცხოვრებას და თქვენს ამბავს შორიდან მოიკითხავენ, თქვენთანაც რომ იყვნენ, არ იბრძოლებენ, გარდა მცირედისა!
33:20 -
لَقَدْ كَانَ لَكُمْ فِي رَسُولِ اللَّهِ أُسْوَةٌ حَسَنَةٌ لِمَنْ كَانَ يَرْجُو اللَّهَ وَالْيَوْمَ الْآخِرَ وَذَكَرَ اللَّهَ كَثِيرًا
ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!
33:21 -
وَلَمَّا رَأَى الْمُؤْمِنُونَ الْأَحْزَابَ قَالُوا هَٰذَا مَا وَعَدَنَا اللَّهُ وَرَسُولُهُ وَصَدَقَ اللَّهُ وَرَسُولُهُ ۚ وَمَا زَادَهُمْ إِلَّا إِيمَانًا وَتَسْلِيمًا
და როცა დაინახეს მორწმუნეებმა მოკავშირე ერთეულები, თქვეს: „ესაა, რაც აღგვითქვა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა. და ჭეშმარიტება გვამცნო ალლაჰმა და მისმა შუამავალმა“. და ეს მათ არაფერს შეჰმატებს თუ არა რწმენას და მორჩილებას!
33:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე