მუსხაფი, გვერდი 418

  1. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ اتَّقِ اللَّهَ وَلَا تُطِعِ الْكَافِرِينَ وَالْمُنَافِقِينَ ۗ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمًا

    ჰეი, შუამავალო! გეშინოდეს ალლაჰის და არ დაემორჩილო ურწმუნონს და პირმოთნეებს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    33:1
  2. وَاتَّبِعْ مَا يُوحَىٰ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا

    მისდიე იმას, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთისგან. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც თქვენ სჩადიხართ!

    33:2
  3. وَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ وَكِيلًا

    და მიენდე ალლაჰს, რამეთუ ალლაჰი კმარა მფარველად!

    33:3
  4. مَا جَعَلَ اللَّهُ لِرَجُلٍ مِنْ قَلْبَيْنِ فِي جَوْفِهِ ۚ وَمَا جَعَلَ أَزْوَاجَكُمُ اللَّائِي تُظَاهِرُونَ مِنْهُنَّ أُمَّهَاتِكُمْ ۚ وَمَا جَعَلَ أَدْعِيَاءَكُمْ أَبْنَاءَكُمْ ۚ ذَٰلِكُمْ قَوْلُكُمْ بِأَفْوَاهِكُمْ ۖ وَاللَّهُ يَقُولُ الْحَقَّ وَهُوَ يَهْدِي السَّبِيلَ

    და არ დაუდგენია ალლაჰს კაცისთვის ორი გული ერთ სხეულში. და არ დაუდგენია თქვენს დედებად თქვენ ცოლთაგან ისინი, ვისაც აკრძალულად აცხადებთ თქვენთვის და არ დაუდგენია თქვენი შვილობილები თქვენს შვილებად. ეს მხოლოდ სიტყვებია თქვენი პირით წარმოთქმული, რამეთუ ალლაჰი ჭეშმარიტებას ბრძანებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგენს იგი!

    33:4
  5. ادْعُوهُمْ لِآبَائِهِمْ هُوَ أَقْسَطُ عِنْدَ اللَّهِ ۚ فَإِنْ لَمْ تَعْلَمُوا آبَاءَهُمْ فَإِخْوَانُكُمْ فِي الدِّينِ وَمَوَالِيكُمْ ۚ وَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ فِيمَا أَخْطَأْتُمْ بِهِ وَلَٰكِنْ مَا تَعَمَّدَتْ قُلُوبُكُمْ ۚ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا

    მოიხმეთ ისინი თავიანთი მამების სახელით, რამეთუ ეს უფრო სამართლიანია ალლაჰის წინაშე. და თუ არ იცნობთ მათ მამებს, მაშინ ისინი თქვენი ძმები არიან სჯულში და მოყვასნი. არ არის თქვენდა ცოდვა, რაც შეცდომით ჩაიდინეთ, თუ არა განზრახ გულით ჩადენილისა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    33:5
  6. النَّبِيُّ أَوْلَىٰ بِالْمُؤْمِنِينَ مِنْ أَنْفُسِهِمْ ۖ وَأَزْوَاجُهُ أُمَّهَاتُهُمْ ۗ وَأُولُو الْأَرْحَامِ بَعْضُهُمْ أَوْلَىٰ بِبَعْضٍ فِي كِتَابِ اللَّهِ مِنَ الْمُؤْمِنِينَ وَالْمُهَاجِرِينَ إِلَّا أَنْ تَفْعَلُوا إِلَىٰ أَوْلِيَائِكُمْ مَعْرُوفًا ۚ كَانَ ذَٰلِكَ فِي الْكِتَابِ مَسْطُورًا

    შუამავალი მორწმუნეებისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე თავიანთი სულნი და მისი ცოლები, მათი დედები არიან. ალლაჰის წიგნის თანახმად, სისხლით ნათესავები უფრო ახლობლები არიან ერთმანეთისთვის, ვიდრე მორწმუნეები და მუჰაჯირები, გარდა თუ იქმთ თქვენი მეგობრებისთვის რამენაირ სიკეთეს. ეს, ჩაწერილია წიგნში!

    33:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე