მუსხაფი, გვერდი 400

  1. وَلَمَّا جَاءَتْ رُسُلُنَا إِبْرَاهِيمَ بِالْبُشْرَىٰ قَالُوا إِنَّا مُهْلِكُو أَهْلِ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ ۖ إِنَّ أَهْلَهَا كَانُوا ظَالِمِينَ

    როცა ჩვენი წარგზავნილები მივიდნენ იბრაჰიმთან სამახარობლოთი, უთხრეს: ვაპირებთ ამ დასახლების მცხოვრებთა მოსპობას. უეჭველად, აქ მაცხოვრებლები უსამართლონი არიან!“

    29:31
  2. قَالَ إِنَّ فِيهَا لُوطًا ۚ قَالُوا نَحْنُ أَعْلَمُ بِمَنْ فِيهَا ۖ لَنُنَجِّيَنَّهُ وَأَهْلَهُ إِلَّا امْرَأَتَهُ كَانَتْ مِنَ الْغَابِرِينَ

    მიუგო: „იქ ხომ ლუტია!“ უთხრეს: ჩვენ უკეთ ვუწყით, ვინცაა იქ! უეჭველად, გადავარჩენთ მას და მის ოჯახს, მისი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი!“

    29:32
  3. وَلَمَّا أَنْ جَاءَتْ رُسُلُنَا لُوطًا سِيءَ بِهِمْ وَضَاقَ بِهِمْ ذَرْعًا وَقَالُوا لَا تَخَفْ وَلَا تَحْزَنْ ۖ إِنَّا مُنَجُّوكَ وَأَهْلَكَ إِلَّا امْرَأَتَكَ كَانَتْ مِنَ الْغَابِرِينَ

    როცა ჩვენმა წარგზავნილებმა მიაღწიეს ლუტთან, შეწუხდა ის და იგრძნო თავისი უძლურება. მაშინ უთხრეს: „ნუ გეშინია, და არ იდარდო! ჩვენ გადაგარჩენთ შენ და შენს ოჯახს, შენი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი!

    29:33
  4. إِنَّا مُنْزِلُونَ عَلَىٰ أَهْلِ هَٰذِهِ الْقَرْيَةِ رِجْزًا مِنَ السَّمَاءِ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ

    უეჭველად, ჩვენ ვართ ზეციდან საზღაურის მიმგებნი ამ დასახლების მცხოვრებლებზე, რამეთუ ისინი ცოდვილნი არიან“!

    29:34
  5. وَلَقَدْ تَرَكْنَا مِنْهَا آيَةً بَيِّنَةً لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ იმისგან დავტოვეთ ცხადი სურათი გონიერთათვის სასწაულად!

    29:35
  6. وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًا فَقَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ وَارْجُوا الْيَوْمَ الْآخِرَ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ

    და მედიენში მათი ძმა შუღეიბი, რომელმაც უთხრა: „ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს, სასოებდეთ უკანასკნელ დღეს და არ ჰქმნათ სიავე ქვეყნად, უკეთურების გავრცელებით!“

    29:36
  7. فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَتْهُمُ الرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا فِي دَارِهِمْ جَاثِمِينَ

    ცრუდ შერაცხეს და მაშინ მიეწიათ ძლიერი მიწისძვრა და მუხლებზე დაჩოქილნი უსულონი შეიქმნენ თავიანთ სახლებში.

    29:37
  8. وَعَادًا وَثَمُودَ وَقَدْ تَبَيَّنَ لَكُمْ مِنْ مَسَاكِنِهِمْ ۖ وَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَصَدَّهُمْ عَنِ السَّبِيلِ وَكَانُوا مُسْتَبْصِرِينَ

    აგრეთვე ადისა და სემუდის! უეჭველად, თქვენთვის გაცხადდა მათი საცხოვრებლების მდგომარეობა. ეშმაკმა მათ შეულამაზა მათი საქმეები და გზიდან ააცდინა, არადა იყვნენ გამჭრიახნი.

    29:38

თარგმანი: რეზო მიქელაძე