მუსხაფი, გვერდი 392

  1. وَلَقَدْ وَصَّلْنَا لَهُمُ الْقَوْلَ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ

    ვფიცავ, ჩვენ მივიტანეთ მათთან სიტყვა, რათა შეეგონათ!

    28:51
  2. الَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ مِنْ قَبْلِهِ هُمْ بِهِ يُؤْمِنُونَ

    რომელთაც ვუბოძეთ წიგნი მანამდე, ისინი მას იწამებენ!

    28:52
  3. وَإِذَا يُتْلَىٰ عَلَيْهِمْ قَالُوا آمَنَّا بِهِ إِنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّنَا إِنَّا كُنَّا مِنْ قَبْلِهِ مُسْلِمِينَ

    როცა მათ ეკითხებით, ამბობენ: „ვიწამეთ ის! უეჭველად, იგია ჭეშმარიტება ჩვენი ღმერთისგან. ჩვენ უწინაც მუსლიმები ვიყავით!“

    28:53
  4. أُولَٰئِكَ يُؤْتَوْنَ أَجْرَهُمْ مَرَّتَيْنِ بِمَا صَبَرُوا وَيَدْرَءُونَ بِالْحَسَنَةِ السَّيِّئَةَ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    ისინი მიიღებენ თავიანთ ჯილდოს გაორმაგებულს, იმის გამო, რომ იყვნენ მომთმენნი. ისინი დევნიან ბოროტს კეთილით და გასცემენ იქიდან, რაც ჩვენ ვუბოძეთ!

    28:54
  5. وَإِذَا سَمِعُوا اللَّغْوَ أَعْرَضُوا عَنْهُ وَقَالُوا لَنَا أَعْمَالُنَا وَلَكُمْ أَعْمَالُكُمْ سَلَامٌ عَلَيْكُمْ لَا نَبْتَغِي الْجَاهِلِينَ

    და როს გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს აქცევენ და ამბობენ: „ჩვენ - ჩვენი საქმეებით, თქვენ - თქვენით. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან!“

    28:55
  6. إِنَّكَ لَا تَهْدِي مَنْ أَحْبَبْتَ وَلَٰكِنَّ اللَّهَ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۚ وَهُوَ أَعْلَمُ بِالْمُهْتَدِينَ

    უეჭველად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე, ვინც გიყვარს. მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ინებებს ვისაც. ეს უკეთ უწყიან იმათ, რომელნიც სწორ გზას ადგანან!

    28:56
  7. وَقَالُوا إِنْ نَتَّبِعِ الْهُدَىٰ مَعَكَ نُتَخَطَّفْ مِنْ أَرْضِنَا ۚ أَوَلَمْ نُمَكِّنْ لَهُمْ حَرَمًا آمِنًا يُجْبَىٰ إِلَيْهِ ثَمَرَاتُ كُلِّ شَيْءٍ رِزْقًا مِنْ لَدُنَّا وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    ისინი იტყვიან: „თუ შენთან ერთად დავადგებით ჭეშმარიტ გზას, მაშინ გაგვაძევებენ ჩვენი მიწებიდან!“ განა არ განვუმტკიცეთ მათ ნაკრძალი ადგილი, სადაც იწევენ ყველანაირ ნაყოფს საკვებად ჩვენგან? არადა, უმრავლესობა მათგან არ უწყის ამას!

    28:57
  8. وَكَمْ أَهْلَكْنَا مِنْ قَرْيَةٍ بَطِرَتْ مَعِيشَتَهَا ۖ فَتِلْكَ مَسَاكِنُهُمْ لَمْ تُسْكَنْ مِنْ بَعْدِهِمْ إِلَّا قَلِيلًا ۖ وَكُنَّا نَحْنُ الْوَارِثِينَ

    რამდენი დასახლება გავანადგურეთ მათი ზღვარგადასული ფუფუნებიდან გამომდინარე! აი, მათი სახლები, სადაც არავინ დასახლებულა მათ შემდგომ, მცირედის გარდა. ჩვენ ვიმემკვიდრეთ ყველა.

    28:58
  9. وَمَا كَانَ رَبُّكَ مُهْلِكَ الْقُرَىٰ حَتَّىٰ يَبْعَثَ فِي أُمِّهَا رَسُولًا يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِنَا ۚ وَمَا كُنَّا مُهْلِكِي الْقُرَىٰ إِلَّا وَأَهْلُهَا ظَالِمُونَ

    და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს. და არ ვიყავით ჩვენ გამნადგურებელნი ქვეყნებისა, თუ მათი მცხოვრებლები არ იყვნენ უსამართლონი!

    28:59

თარგმანი: რეზო მიქელაძე