მუსხაფი, გვერდი 391
-
وَمَا كُنْتَ بِجَانِبِ الْغَرْبِيِّ إِذْ قَضَيْنَا إِلَىٰ مُوسَى الْأَمْرَ وَمَا كُنْتَ مِنَ الشَّاهِدِينَ
შენ არ ყოფილხარ დასავლეთის მხარით და არცა მომსწრე, როცა ვაკისრეთ მუსას ჩვენი ნაბრძანები!
28:44 -
وَلَٰكِنَّا أَنْشَأْنَا قُرُونًا فَتَطَاوَلَ عَلَيْهِمُ الْعُمُرُ ۚ وَمَا كُنْتَ ثَاوِيًا فِي أَهْلِ مَدْيَنَ تَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِنَا وَلَٰكِنَّا كُنَّا مُرْسِلِينَ
მაგრამ დავადგინეთ თაობები და ხანგრძლივი აღმოჩნდა მათი ვადა. შენ არ ყოფილხარ მედიენის მოსახლეობას შორის და არ უკითხავდი მათ ჩვენს აიათებს, მაგრამ ჩვენ ვგზავნიდით შუამავალთ!
28:45 -
وَمَا كُنْتَ بِجَانِبِ الطُّورِ إِذْ نَادَيْنَا وَلَٰكِنْ رَحْمَةً مِنْ رَبِّكَ لِتُنْذِرَ قَوْمًا مَا أَتَاهُمْ مِنْ نَذِيرٍ مِنْ قَبْلِكَ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ
შენ არ ყოფილახარ მთის ფერდობზე, როცა მოვუხმეთ, მაგრამ წყალობად შენი ღმერთისგან, რათა შეგეგონებია ხალხი, რომელთანაც შენამდე არ მოსვლიათ ცხადი შემგონებელი. ეგების შეიგონონ!
28:46 -
وَلَوْلَا أَنْ تُصِيبَهُمْ مُصِيبَةٌ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ فَيَقُولُوا رَبَّنَا لَوْلَا أَرْسَلْتَ إِلَيْنَا رَسُولًا فَنَتَّبِعَ آيَاتِكَ وَنَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?“
28:47 -
فَلَمَّا جَاءَهُمُ الْحَقُّ مِنْ عِنْدِنَا قَالُوا لَوْلَا أُوتِيَ مِثْلَ مَا أُوتِيَ مُوسَىٰ ۚ أَوَلَمْ يَكْفُرُوا بِمَا أُوتِيَ مُوسَىٰ مِنْ قَبْلُ ۖ قَالُوا سِحْرَانِ تَظَاهَرَا وَقَالُوا إِنَّا بِكُلٍّ كَافِرُونَ
და როცა მიუვიდათ ჩემგან ჭეშმარიტება, თქვეს: „რატომ მას არ ებოძა ის, რაც ებოძა მუსას?“ განა არ უარყვეს ის, რაც წინათ ებოძა მუსას? მათ თქვეს: „ეს ორი ჯადოქრობა ერთმანეთს ეხმარება.“ და დასძინეს: „უეჭველად, უარვყოფთ ყველას!“
28:48 -
قُلْ فَأْتُوا بِكِتَابٍ مِنْ عِنْدِ اللَّهِ هُوَ أَهْدَىٰ مِنْهُمَا أَتَّبِعْهُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
უთხარი: „თუ სიმართლეს ამბობთ, მოიტანეთ წიგნი ალლაჰისგან, რომელიც ამ ორზე უკეთესი წინამძღოლი იქნება და მეც მივყვები მას!“
28:49 -
فَإِنْ لَمْ يَسْتَجِيبُوا لَكَ فَاعْلَمْ أَنَّمَا يَتَّبِعُونَ أَهْوَاءَهُمْ ۚ وَمَنْ أَضَلُّ مِمَّنِ اتَّبَعَ هَوَاهُ بِغَيْرِ هُدًى مِنَ اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ
თუ არ გიპასუხებენ, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ სურვილებს აჰყოლიან. და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვიდრე ის, ვინც საკუთარ ვნებებს აჰყოლია, გარეშე ჭეშმარიტი გზისა ალლაჰისგან? უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს უსამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!
28:50
თარგმანი: რეზო მიქელაძე