მუსხაფი, გვერდი 376

  1. مَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ مَا كَانُوا يُمَتَّعُونَ

    ვერ შეეწევათ მათ, რითაც სარგებლობდნენ?

    26:207
  2. وَمَا أَهْلَكْنَا مِنْ قَرْيَةٍ إِلَّا لَهَا مُنْذِرُونَ

    ჩვენ არ დაგვიღუპავს არც ერთი დასახლება, რომელშიც შემგონებლები არ მისულან

    26:208
  3. ذِكْرَىٰ وَمَا كُنَّا ظَالِمِينَ

    შეგონებით. და ჩვენ არ ვყოფილვართ უსამართლონი!

    26:209
  4. وَمَا تَنَزَّلَتْ بِهِ الشَّيَاطِينُ

    ეშმაკებს არ გარდმოუვლენიათ ის (ყურანი)!

    26:210
  5. وَمَا يَنْبَغِي لَهُمْ وَمَا يَسْتَطِيعُونَ

    ეს მათ არ შეეფერებათ და არც შესწევთ ამის უნარი!

    26:211
  6. إِنَّهُمْ عَنِ السَّمْعِ لَمَعْزُولُونَ

    მათ ეკრძალებათ ყურის დაგდებაც კი!

    26:212
  7. فَلَا تَدْعُ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ فَتَكُونَ مِنَ الْمُعَذَّبِينَ

    არ მოუხმო სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა, თორემ აღმოჩნდები ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც დასჯიან!

    26:213
  8. وَأَنْذِرْ عَشِيرَتَكَ الْأَقْرَبِينَ

    და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!

    26:214
  9. وَاخْفِضْ جَنَاحَكَ لِمَنِ اتَّبَعَكَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    გადააფარე შენი ფრთა მორწმუნეებს, რომლებიც მოგყვებიან!

    26:215
  10. فَإِنْ عَصَوْكَ فَقُلْ إِنِّي بَرِيءٌ مِمَّا تَعْمَلُونَ

    ხოლო თუ გეურჩნენ, უთხარი: უეჭველად, მე შორსა ვარ იმისგან, რასაც თქვენ სჩადიხართ!

    26:216
  11. وَتَوَكَّلْ عَلَى الْعَزِيزِ الرَّحِيمِ

    და სასოებდე ძლევამოსილს, მწყალობელს,

    26:217
  12. الَّذِي يَرَاكَ حِينَ تَقُومُ

    რომელიც გხედავს, როცა (ლოცვად) დგები

    26:218
  13. وَتَقَلُّبَكَ فِي السَّاجِدِينَ

    და ქცევას შენსას მლოცველებს შორის!

    26:219
  14. إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    უეჭველად, იგია ყოვლიმსმენი, ყოვლისმცოდნე!

    26:220
  15. هَلْ أُنَبِّئُكُمْ عَلَىٰ مَنْ تَنَزَّلُ الشَّيَاطِينُ

    გამცნოთ, ვის შეუჩნდებიან ეშმაკები?

    26:221
  16. تَنَزَّلُ عَلَىٰ كُلِّ أَفَّاكٍ أَثِيمٍ

    ისინი შეუჩნდებინ ყოველ ცრუს და ცოდვილს,

    26:222
  17. يُلْقُونَ السَّمْعَ وَأَكْثَرُهُمْ كَاذِبُونَ

    ყურს მიუგდებენ და უმრავლესობა მათგან ცრუა.

    26:223
  18. وَالشُّعَرَاءُ يَتَّبِعُهُمُ الْغَاوُونَ

    პოეტებს კი გზააბნეულნი მიჰყვებიან!

    26:224
  19. أَلَمْ تَرَ أَنَّهُمْ فِي كُلِّ وَادٍ يَهِيمُونَ

    განა ვერ ხედავ, რომ დაბორიალობენ

    26:225
  20. وَأَنَّهُمْ يَقُولُونَ مَا لَا يَفْعَلُونَ

    და ამბობენ იმას, რასაც არ აკეთებენ?

    26:226
  21. إِلَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَذَكَرُوا اللَّهَ كَثِيرًا وَانْتَصَرُوا مِنْ بَعْدِ مَا ظُلِمُوا ۗ وَسَيَعْلَمُ الَّذِينَ ظَلَمُوا أَيَّ مُنْقَلَبٍ يَنْقَلِبُونَ

    გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მრავალგზის ახსენეს ალლაჰი და თავს იცავენ მას მერე, რაც უსამართლოდ მოექცნენ. ხოლო, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, სულ მალე შეიტყობენ, სადაც განწესდებიან!...

    26:227

თარგმანი: რეზო მიქელაძე