მუსხაფი, გვერდი 362

  1. وَقَالَ الَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَاءَنَا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْنَا الْمَلَائِكَةُ أَوْ نَرَىٰ رَبَّنَا ۗ لَقَدِ اسْتَكْبَرُوا فِي أَنْفُسِهِمْ وَعَتَوْا عُتُوًّا كَبِيرًا

    და თქვეს მათ, რომელნიც არ სასოებენ ჩვენთან შეხვედრას: „რატომ არ წარმოგვიგზავნე ანგელოზები? და რატომ ვერ ვჭვრეტთ ჩვენს ღმერთს?“ ამპარტავნობენ სულით და იჩენენ უდიდეს ურჩობას.

    25:21
  2. يَوْمَ يَرَوْنَ الْمَلَائِكَةَ لَا بُشْرَىٰ يَوْمَئِذٍ لِلْمُجْرِمِينَ وَيَقُولُونَ حِجْرًا مَحْجُورًا

    იმ დღეს, როცა იხილავენ ისინი ანგელოზებს, ცოდვილთათვის არ იქნება სასიხარულო ამბები და ეტყვიან ისინი: „ვერ ეღირსებით!“

    25:22
  3. وَقَدِمْنَا إِلَىٰ مَا عَمِلُوا مِنْ عَمَلٍ فَجَعَلْنَاهُ هَبَاءً مَنْثُورًا

    და თვალწინ გადავუშლით საქმეებს, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ და ვაქცევთ მათ ნაცარტუტად!

    25:23
  4. أَصْحَابُ الْجَنَّةِ يَوْمَئِذٍ خَيْرٌ مُسْتَقَرًّا وَأَحْسَنُ مَقِيلًا

    სამოთხის ბინადართ იმ დღეს უკეთესი ბინა და მშვენიერი ადგილსამყოფელი ექნებათ მოსასვენებლად!

    25:24
  5. وَيَوْمَ تَشَقَّقُ السَّمَاءُ بِالْغَمَامِ وَنُزِّلَ الْمَلَائِكَةُ تَنْزِيلًا

    იმ დღეს ზეცა გაიპობა ღრუბლებით დაფარული, და ზეგარდმოევლინებიან ანგელოზნი!

    25:25
  6. الْمُلْكُ يَوْمَئِذٍ الْحَقُّ لِلرَّحْمَٰنِ ۚ وَكَانَ يَوْمًا عَلَى الْكَافِرِينَ عَسِيرًا

    მეუფება იმ დღეს ჭეშმარიტებაა მოწყალისათვის, და ის დღე იქნება მძიმე ურწმუნოთათვის!

    25:26
  7. وَيَوْمَ يَعَضُّ الظَّالِمُ عَلَىٰ يَدَيْهِ يَقُولُ يَا لَيْتَنِي اتَّخَذْتُ مَعَ الرَّسُولِ سَبِيلًا

    იმ დღეს უსამართლო დაიკბენს ხელებს და იტყვის: „ნეტავ, ამერჩია გზა შუამავლის გვერდით!

    25:27
  8. يَا وَيْلَتَىٰ لَيْتَنِي لَمْ أَتَّخِذْ فُلَانًا خَلِيلًا

    ვაი, ჩემს თავს! ნეტავ, არ ამერჩია მოყვასად მავანი!

    25:28
  9. لَقَدْ أَضَلَّنِي عَنِ الذِّكْرِ بَعْدَ إِذْ جَاءَنِي ۗ وَكَانَ الشَّيْطَانُ لِلْإِنْسَانِ خَذُولًا

    ეს მან გამარიდა ყურანისგან, მას მერე რაც ის ჩემამდე მოვიდა.“ უეჭველად, ეშმაკი ადამიანს ტოვებს ეულად!

    25:29
  10. وَقَالَ الرَّسُولُ يَا رَبِّ إِنَّ قَوْمِي اتَّخَذُوا هَٰذَا الْقُرْآنَ مَهْجُورًا

    შუამავალმა თქვა: „ღმერთო ჩემო!უეჭველად, ჩემმა ხალხმა მიატოვა ეს ყურანი!“

    25:30
  11. وَكَذَٰلِكَ جَعَلْنَا لِكُلِّ نَبِيٍّ عَدُوًّا مِنَ الْمُجْرِمِينَ ۗ وَكَفَىٰ بِرَبِّكَ هَادِيًا وَنَصِيرًا

    აი ასე დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან, მაგრამ კმარა, შენი ღმერთი სწორ გზაზე დამდგენად და შემწედ!

    25:31
  12. وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَوْلَا نُزِّلَ عَلَيْهِ الْقُرْآنُ جُمْلَةً وَاحِدَةً ۚ كَذَٰلِكَ لِنُثَبِّتَ بِهِ فُؤَادَكَ ۖ وَرَتَّلْنَاهُ تَرْتِيلًا

    და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „რატომ არ გარდმოუვლინა მას ყურანი ერთბაშად?“ ასე მოვიქეცით, რათა გაგიმტკიცოთ მისით გული და გაგიმარტოთ იგი ცხადად!

    25:32

თარგმანი: რეზო მიქელაძე