მუსხაფი, გვერდი 352
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّبِعُوا خُطُوَاتِ الشَّيْطَانِ ۚ وَمَنْ يَتَّبِعْ خُطُوَاتِ الشَّيْطَانِ فَإِنَّهُ يَأْمُرُ بِالْفَحْشَاءِ وَالْمُنْكَرِ ۚ وَلَوْلَا فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُ مَا زَكَىٰ مِنْكُمْ مِنْ أَحَدٍ أَبَدًا وَلَٰكِنَّ اللَّهَ يُزَكِّي مَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გაჰყვეთ კვალნსა ეშმაკისას. და ვინც მიჰყვება კვალნსა ეშმაკისას, იცოდეს, რომ იგი მოუწოდებს სიბილწისაკენ და უგვანობისკენ. და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი, ვერც ერთი ვერასდროს განიწმინდებოდით. მაგრამ ალლაჰი განწმენდს იმას, ინებებს ვისაც. ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
24:21 -
وَلَا يَأْتَلِ أُولُو الْفَضْلِ مِنْكُمْ وَالسَّعَةِ أَنْ يُؤْتُوا أُولِي الْقُرْبَىٰ وَالْمَسَاكِينَ وَالْمُهَاجِرِينَ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۖ وَلْيَعْفُوا وَلْيَصْفَحُوا ۗ أَلَا تُحِبُّونَ أَنْ يَغْفِرَ اللَّهُ لَكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
დაე, მდიდარნი და შეძლებულნი თქვენგან ნუ დაიფიცებენ, რომ არ დაეხმარებიან ნათესავებს, ღატაკებს და ალლაჰის გზაზე გადასახლებულებს. დაე, აპატიონ და იყვნენ ლმობიერნი. განა არ გინდათ, რომ ალლაჰმა მოგიტევოთ? ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
24:22 -
إِنَّ الَّذِينَ يَرْمُونَ الْمُحْصَنَاتِ الْغَافِلَاتِ الْمُؤْمِنَاتِ لُعِنُوا فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ
უეჭველად, რომელნიც ცილს დასწამებენ პატიოსან მორწმუნე ქალებს, რომლებსაც შეცოდება არც კი გაუვლიათ გულში, დაწყევლილ იქნებიან ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში და მათთვისაა უდიდესი სასჯელი!
24:23 -
يَوْمَ تَشْهَدُ عَلَيْهِمْ أَلْسِنَتُهُمْ وَأَيْدِيهِمْ وَأَرْجُلُهُمْ بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ
იმ დღეს მათი ენა, ხელები და ფეხები მათ წინააღმდეგ დაამოწმებენ იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ!
24:24 -
يَوْمَئِذٍ يُوَفِّيهِمُ اللَّهُ دِينَهُمُ الْحَقَّ وَيَعْلَمُونَ أَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ الْمُبِينُ
იმ დღეს მათ ალლაჰი სრულად მიაგებს ჭეშმარიტი ანგარიშგებით, და გაიგებენ ისინი, რომ იგი, ალლაჰი ცხადი ჭეშმარიტებაა!
24:25 -
الْخَبِيثَاتُ لِلْخَبِيثِينَ وَالْخَبِيثُونَ لِلْخَبِيثَاتِ ۖ وَالطَّيِّبَاتُ لِلطَّيِّبِينَ وَالطَّيِّبُونَ لِلطَّيِّبَاتِ ۚ أُولَٰئِكَ مُبَرَّءُونَ مِمَّا يَقُولُونَ ۖ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ
ბილწი ქალები ბილწი კაცებისთვის არიან, ბილწი კაცები კი ბილწი ქალებისთვის, ქველი ქალები ქველი კაცებისთვის, ქველი კაცები კი - ქველი ქალებისთვის. სწორედ რომ შორს არიან ეგენი იმისგან, რასაც ამბობენ მათ შესახებ. მათთვისაა მიტევება და უხვი სარჩო!
24:26 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَدْخُلُوا بُيُوتًا غَيْرَ بُيُوتِكُمْ حَتَّىٰ تَسْتَأْنِسُوا وَتُسَلِّمُوا عَلَىٰ أَهْلِهَا ۚ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეხვიდეთ სახლებში, გარდა თქვენი სახლებისა, სანამ არ ითხოვთ ნებართვას და არ მიესალმებით იქ მცხოვრებლებს. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, ეგების შეიგონოთ!
24:27
თარგმანი: რეზო მიქელაძე