მუსხაფი, გვერდი 351
-
إِنَّ الَّذِينَ جَاءُوا بِالْإِفْكِ عُصْبَةٌ مِنْكُمْ ۚ لَا تَحْسَبُوهُ شَرًّا لَكُمْ ۖ بَلْ هُوَ خَيْرٌ لَكُمْ ۚ لِكُلِّ امْرِئٍ مِنْهُمْ مَا اكْتَسَبَ مِنَ الْإِثْمِ ۚ وَالَّذِي تَوَلَّىٰ كِبْرَهُ مِنْهُمْ لَهُ عَذَابٌ عَظِيمٌ
უეჭველად, რომელთაც ცილი დასწამეს, თქვენგანნი არიან. არ ჩათვალოთ იგი სიავედ თქვენთვის. პირიქით, იგი სასიკეთოა თქვენთვის. მათგან ყოველ ადამიანს ჩადენილი დანაშაულის წილი მიეგება. და მათგან, რომელმაც ამის დიდი ნაწილი აიღო თავის თავზე, მოიგონა და გაავრცელა, მისთვისაა გამზადებული უდიდესი სასჯელი!
24:11 -
لَوْلَا إِذْ سَمِعْتُمُوهُ ظَنَّ الْمُؤْمِنُونَ وَالْمُؤْمِنَاتُ بِأَنْفُسِهِمْ خَيْرًا وَقَالُوا هَٰذَا إِفْكٌ مُبِينٌ
როცა გაიგონეთ ეს, მორწმუნე კაცები და ქალები რატომ არ დაფიქრდით კარგად და არ თქვით: „ეს ცხადი ცილისწამებაა?“
24:12 -
لَوْلَا جَاءُوا عَلَيْهِ بِأَرْبَعَةِ شُهَدَاءَ ۚ فَإِذْ لَمْ يَأْتُوا بِالشُّهَدَاءِ فَأُولَٰئِكَ عِنْدَ اللَّهِ هُمُ الْكَاذِبُونَ
რატომ არ მოიყვანეს ამის დასამოწმებლად ოთხი მოწმე? თუ მოწმეებს არ მოიყვანებენ, მაშინ ეგენი ალლაჰის წინაშე ცრუნი არიან.
24:13 -
وَلَوْلَا فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ لَمَسَّكُمْ فِي مَا أَفَضْتُمْ فِيهِ عَذَابٌ عَظِيمٌ
და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი სააქაოშიც და საიქიოშიც, უთუოდ შეგეხებოდათ უდიდესი სასჯელი იმისათვის, რაშიც ყელამდე იყავით ჩაფლულნი.
24:14 -
إِذْ تَلَقَّوْنَهُ بِأَلْسِنَتِكُمْ وَتَقُولُونَ بِأَفْوَاهِكُمْ مَا لَيْسَ لَكُمْ بِهِ عِلْمٌ وَتَحْسَبُونَهُ هَيِّنًا وَهُوَ عِنْدَ اللَّهِ عَظِيمٌ
აკი იკვლევდით! თქვენი ენით და ბაგეებით ამბობთ იმას, რისი ცოდნაც არ გაგაჩნიათ, და ფიქრობთ, რომ ეს საქციელი უმნიშვნელოა, არადა ალლაჰის წინაშე ეს დიდი ცოდვაა!
24:15 -
وَلَوْلَا إِذْ سَمِعْتُمُوهُ قُلْتُمْ مَا يَكُونُ لَنَا أَنْ نَتَكَلَّمَ بِهَٰذَا سُبْحَانَكَ هَٰذَا بُهْتَانٌ عَظِيمٌ
და როცა ეს გაიგონეთ, რატომ არ თქვით: „არ გვეკადრება ამის თქმა. დიდება შენდა! ეს დიდი ცილისწამებააო?“
24:16 -
يَعِظُكُمُ اللَّهُ أَنْ تَعُودُوا لِمِثْلِهِ أَبَدًا إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ
ალლაჰი გაფრთხილებთ, აღარასდროს გაიმეოროთ მსგავსი რამ, თუკი ხართ მორწმუნენი!
24:17 -
وَيُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمُ الْآيَاتِ ۚ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
და ცხადყოფს ალლაჰი თქვენთვის აიათებს. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
24:18 -
إِنَّ الَّذِينَ يُحِبُّونَ أَنْ تَشِيعَ الْفَاحِشَةُ فِي الَّذِينَ آمَنُوا لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ
უეჭველად, რომელთაც უყვართ რომ გაავრცელონ საზიზღრობა იმათ შორის, რომელთაც ირწმუნეს, სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი სააქაოშიც და საიქიოშიც. ალლაჰი უწყის, და არ იცით თქვენ!
24:19 -
وَلَوْلَا فَضْلُ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُ وَأَنَّ اللَّهَ رَءُوفٌ رَحِيمٌ
და რომ არა მადლი ალლაჰის თქვენდამი და შეწყალება მისი, და რომ არ ყოფილიყო ალლაჰი მიმტევებელი და მწყალობელი, (რა გეშველებოდათ)!...
24:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე