მუსხაფი, გვერდი 35

  1. فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۗ وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الْيَتَامَىٰ ۖ قُلْ إِصْلَاحٌ لَهُمْ خَيْرٌ ۖ وَإِنْ تُخَالِطُوهُمْ فَإِخْوَانُكُمْ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ الْمُفْسِدَ مِنَ الْمُصْلِحِ ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَأَعْنَتَكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    სააქაო და საიქიო ცხოვრებაზე! და გეკითხებიან ისინი ობლებზე. უპასუხე შენ: მათზე ზრუნვა კარგია. ხოლო თუ საქმეში შეეზავებით ერთმანეთს, ისინი ძმები არიან თქვენი. ალლაჰი განარჩევს კეთილისმყოფელს ავისმყოფელისგან. და თუ ალლაჰი ინებებს, გასაჭირში ჩაგაგდებთ. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

    2:220
  2. وَلَا تَنْكِحُوا الْمُشْرِكَاتِ حَتَّىٰ يُؤْمِنَّ ۚ وَلَأَمَةٌ مُؤْمِنَةٌ خَيْرٌ مِنْ مُشْرِكَةٍ وَلَوْ أَعْجَبَتْكُمْ ۗ وَلَا تُنْكِحُوا الْمُشْرِكِينَ حَتَّىٰ يُؤْمِنُوا ۚ وَلَعَبْدٌ مُؤْمِنٌ خَيْرٌ مِنْ مُشْرِكٍ وَلَوْ أَعْجَبَكُمْ ۗ أُولَٰئِكَ يَدْعُونَ إِلَى النَّارِ ۖ وَاللَّهُ يَدْعُو إِلَى الْجَنَّةِ وَالْمَغْفِرَةِ بِإِذْنِهِ ۖ وَيُبَيِّنُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ

    არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მხევალი უკეთესია წარმართ ქალზე, თუნდაც გხიბლავდეთ ის. და არ მიათხოვოთ ქალი წარმართ კაცებს, სანამ არ ირწმუნებენ ისინი. მორწმუნე მონა ნამდვილად უმჯობესია, ვიდრე წარმართი კაცი, თუნდაც გხიბლავდეთ ის. ისინი ცეცხლისკენ გიხმობენ, ალლაჰი გიხმობთ თავისი ნებით სამოთხისკენ, მიტევებისკენ. და განუმარტავს ადამიანებს თავის აიათებს, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!

    2:221
  3. وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الْمَحِيضِ ۖ قُلْ هُوَ أَذًى فَاعْتَزِلُوا النِّسَاءَ فِي الْمَحِيضِ ۖ وَلَا تَقْرَبُوهُنَّ حَتَّىٰ يَطْهُرْنَ ۖ فَإِذَا تَطَهَّرْنَ فَأْتُوهُنَّ مِنْ حَيْثُ أَمَرَكُمُ اللَّهُ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ التَّوَّابِينَ وَيُحِبُّ الْمُتَطَهِّرِينَ

    ისინი გეკითხებიან ქალთა წესის (მენსტრუაცია) შესახებ. უპასუხე შენ: ეს სატკივარია. განერიდეთ ქალებს მენსტრუაციის დროს და არ გაეკაროთ მათ, სანამ არ განიწმინდებიან. და როცა განიწმინდებიან, მიდით მათთან ისე, როგორც ეს ალლაჰმა დაგიწესათ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები!

    2:222
  4. نِسَاؤُكُمْ حَرْثٌ لَكُمْ فَأْتُوا حَرْثَكُمْ أَنَّىٰ شِئْتُمْ ۖ وَقَدِّمُوا لِأَنْفُسِكُمْ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّكُمْ مُلَاقُوهُ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ

    თქვენი მეუღლეები ყანაა თქვენი. შედით თქვენს ყანაში, როგორც გენებოთ და საკუთარი თავისთვის წარიმძღვარეთ; და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, რომ თქვენ შეხვდებით მას და ახარეთ მორწმუნეთ!

    2:223
  5. وَلَا تَجْعَلُوا اللَّهَ عُرْضَةً لِأَيْمَانِكُمْ أَنْ تَبَرُّوا وَتَتَّقُوا وَتُصْلِحُوا بَيْنَ النَّاسِ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    სიკეთის გაკეთების, ცუდისგან განდგომის და ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსწორებისათვის ზღუდედ არ ჰქმნათ ალლაჰი თქვენი ფიცისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.

    2:224

თარგმანი: რეზო მიქელაძე