მუსხაფი, გვერდი 328
-
وَجَعَلْنَاهُمْ أَئِمَّةً يَهْدُونَ بِأَمْرِنَا وَأَوْحَيْنَا إِلَيْهِمْ فِعْلَ الْخَيْرَاتِ وَإِقَامَ الصَّلَاةِ وَإِيتَاءَ الزَّكَاةِ ۖ وَكَانُوا لَنَا عَابِدِينَ
ჩვენ დავადგინეთ ისინი წინამძღოლებად, რომლებიც ჩვენი ბრძანებით სწორ გზაზე ადგენდნენ. ჩვენ შთავაგონებდით მათ სიქველე ეკეთებინათ, ელოცათ, გაეღოთ ზექათი და ისინი მხოლოდ ჩვენი თაყვანისმცემელნი იყვნენ!
21:73 -
وَلُوطًا آتَيْنَاهُ حُكْمًا وَعِلْمًا وَنَجَّيْنَاهُ مِنَ الْقَرْيَةِ الَّتِي كَانَتْ تَعْمَلُ الْخَبَائِثَ ۗ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمَ سَوْءٍ فَاسِقِينَ
და ლუტი, რომელსაც ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა და ვიხსენით იგი იმ სოფლისგან, სადაც სისაძაგლეებს სჩადიოდნენ. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთურნი და უზნეონი!
21:74 -
وَأَدْخَلْنَاهُ فِي رَحْمَتِنَا ۖ إِنَّهُ مِنَ الصَّالِحِينَ
და შევიფარეთ იგი ჩვენს მოწყალებაში. უეჭველად, იგი ერთ-ერთი მართალთაგანი იყო!
21:75 -
وَنُوحًا إِذْ نَادَىٰ مِنْ قَبْلُ فَاسْتَجَبْنَا لَهُ فَنَجَّيْنَاهُ وَأَهْلَهُ مِنَ الْكَرْبِ الْعَظِيمِ
და ნუჰი, აკი შეგვევედრა წინათ. მაშინ ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, ასე გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი უდიდესი უბედურებისგან.
21:76 -
وَنَصَرْنَاهُ مِنَ الْقَوْمِ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمَ سَوْءٍ فَأَغْرَقْنَاهُمْ أَجْمَعِينَ
და ჩვენ შევეწიეთ მას იმ ხალხისგან, რომელთაც ჩვენი სასწაულები ცრუდ შერაცხეს. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთური ხალხი, ამიტომაც დავახრჩეთ ერთიანად!
21:77 -
وَدَاوُودَ وَسُلَيْمَانَ إِذْ يَحْكُمَانِ فِي الْحَرْثِ إِذْ نَفَشَتْ فِيهِ غَنَمُ الْقَوْمِ وَكُنَّا لِحُكْمِهِمْ شَاهِدِينَ
და დავუდი და სულეიმანი, აკი, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ყანის თაობაზე, როცა ღამით შეიჭრა მასში სხვისი ცხვრის ფარა. და ჩვენ ვიყავით მოწმენი მათი სამსჯავროსი.
21:78 -
فَفَهَّمْنَاهَا سُلَيْمَانَ ۚ وَكُلًّا آتَيْنَا حُكْمًا وَعِلْمًا ۚ وَسَخَّرْنَا مَعَ دَاوُودَ الْجِبَالَ يُسَبِّحْنَ وَالطَّيْرَ ۚ وَكُنَّا فَاعِلِينَ
ამგვარად, ჩვენ ვამცნეთ სულეიმანს იგი და ორივეს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და ჩვენ დავუმორჩილეთ მთები და ჩიტები, რათა დავუდთან ერთად განედიდებიათ ღმერთი. და ეს ყველაფერი ჩვენ ვჰქმენით!
21:79 -
وَعَلَّمْنَاهُ صَنْعَةَ لَبُوسٍ لَكُمْ لِتُحْصِنَكُمْ مِنْ بَأْسِكُمْ ۖ فَهَلْ أَنْتُمْ شَاكِرُونَ
და ჩვენ შევასწავლეთ მას აბჯრის გაკეთების ხელოვნება თქვენთვის, რათა თქვენ თავი დაიცვათ საფრთხისგან. მაშ, ხართ თქვენ მადლიერნი?
21:80 -
وَلِسُلَيْمَانَ الرِّيحَ عَاصِفَةً تَجْرِي بِأَمْرِهِ إِلَى الْأَرْضِ الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا ۚ وَكُنَّا بِكُلِّ شَيْءٍ عَالِمِينَ
და სულეიმანს ძლიერი ქარი, დაქროდა მისი ბრძანებით დედამიწაზე, რომელიც დალოცვილი ვქმენით იქ. და ჩვენ ყველაფერი ვიცით!
21:81
თარგმანი: რეზო მიქელაძე