მუსხაფი, გვერდი 324
-
وَمَا أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ مِنْ رَسُولٍ إِلَّا نُوحِي إِلَيْهِ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاعْبُدُونِ
და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“
21:25 -
وَقَالُوا اتَّخَذَ الرَّحْمَٰنُ وَلَدًا ۗ سُبْحَانَهُ ۚ بَلْ عِبَادٌ مُكْرَمُونَ
და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინა!“ დიდება მას! არა, ისინი პატივდადებული მსახურნი არიან!
21:26 -
لَا يَسْبِقُونَهُ بِالْقَوْلِ وَهُمْ بِأَمْرِهِ يَعْمَلُونَ
არ ასწრებენ მას სიტყვას და ისინი მისი ბრძანების თანახმად მოქმედებენ.
21:27 -
يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلَا يَشْفَعُونَ إِلَّا لِمَنِ ارْتَضَىٰ وَهُمْ مِنْ خَشْيَتِهِ مُشْفِقُونَ
იგი უწყის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. და ისინი ვერავის შუამდგომლობას შეძლებენ, თუ არა ვისითაც იგი კმაყოფილია, ხოლო ისინი მისი შიშით ძრწიან!
21:28 -
وَمَنْ يَقُلْ مِنْهُمْ إِنِّي إِلَٰهٌ مِنْ دُونِهِ فَذَٰلِكَ نَجْزِيهِ جَهَنَّمَ ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي الظَّالِمِينَ
და ვინც მათგან იტყვის: „უეჭველად, მეც ღმერთი ვარ, მის გარდა“, სწორედ მაშინ დავსჯით მას ჯოჯოხეთით. სწორედ ასე ვუზღავთ უსამართლონს!
21:29 -
أَوَلَمْ يَرَ الَّذِينَ كَفَرُوا أَنَّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ كَانَتَا رَتْقًا فَفَتَقْنَاهُمَا ۖ وَجَعَلْنَا مِنَ الْمَاءِ كُلَّ شَيْءٍ حَيٍّ ۖ أَفَلَا يُؤْمِنُونَ
ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს, რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით, და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?
21:30 -
وَجَعَلْنَا فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَنْ تَمِيدَ بِهِمْ وَجَعَلْنَا فِيهَا فِجَاجًا سُبُلًا لَعَلَّهُمْ يَهْتَدُونَ
და ჩვენ დავადგინეთ მიწაზე მტკიცე მთები, რათა არ შეარყიოს ისინი; და რომ მათ გაეგნოთ ჭეშმარიტი გზა, მასზე დავადგინეთ ფართო უღელტეხილები!
21:31 -
وَجَعَلْنَا السَّمَاءَ سَقْفًا مَحْفُوظًا ۖ وَهُمْ عَنْ آيَاتِهَا مُعْرِضُونَ
და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად, მაგრამ მათ მასში არსებულ სასწაულებს პირი აქციეს!
21:32 -
وَهُوَ الَّذِي خَلَقَ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ ۖ كُلٌّ فِي فَلَكٍ يَسْبَحُونَ
და იგია, რომელმაც გააჩინა ღამე და დღე, მზე და მთვარე; ყველა პლანეტა დაცურავს თავის ორბიტაზე!
21:33 -
وَمَا جَعَلْنَا لِبَشَرٍ مِنْ قَبْلِكَ الْخُلْدَ ۖ أَفَإِنْ مِتَّ فَهُمُ الْخَالِدُونَ
და შენ უწინ არც ერთი კაცისთვის უკვდავება არ დაგვიდგენია ჩვენ. მაშ, შენ რომ მოკვდე, ისინი უკვდავები შეიქმნებიან?
21:34 -
كُلُّ نَفْسٍ ذَائِقَةُ الْمَوْتِ ۗ وَنَبْلُوكُمْ بِالشَّرِّ وَالْخَيْرِ فِتْنَةً ۖ وَإِلَيْنَا تُرْجَعُونَ
ყველა სული იგემებს სიკვდილს. და ჩვენ გცდით თქვენ სიავითა და სიკეთით, თუ როგორ მოიქცევით. და ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი!
21:35
თარგმანი: რეზო მიქელაძე