მუსხაფი, გვერდი 29

  1. أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ الصِّيَامِ الرَّفَثُ إِلَىٰ نِسَائِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌ لَكُمْ وَأَنْتُمْ لِبَاسٌ لَهُنَّ ۗ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ كُنْتُمْ تَخْتَانُونَ أَنْفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنْكُمْ ۖ فَالْآنَ بَاشِرُوهُنَّ وَابْتَغُوا مَا كَتَبَ اللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ ۚ وَلَا تُبَاشِرُوهُنَّ وَأَنْتُمْ عَاكِفُونَ فِي الْمَسَاجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ

    ნებადართული იქმნა თქვენთვის მარხვის დროს ღამით ცოლებთან თანაცხოვრება, ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ სამოსელი მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ თავს იწვალებდით, ამიტომაც მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. ახლა შეგიძლიათ თანაეცხოვროთ მათ და ეძიოთ, რაც ალლაჰმა დაგიწესათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (იღთიქაფის დროს) არ ეთანაეცხოვროთ მათ (ცოლებს). ესაა საზღვრები ალლაჰისა და არ მიუახლოვდეთ მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, ეგების დაცული იქმნან ყოველივე ცუდისგან.

    2:187
  2. وَلَا تَأْكُلُوا أَمْوَالَكُمْ بَيْنَكُمْ بِالْبَاطِلِ وَتُدْلُوا بِهَا إِلَى الْحُكَّامِ لِتَأْكُلُوا فَرِيقًا مِنْ أَمْوَالِ النَّاسِ بِالْإِثْمِ وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ

    არაკანონიერად არ შეუჭამოთ ერთმანეთს ქონება და არ ჩაიდინოთ შეგნებულად ეს; ქრთამი არ მისცეთ მსაჯულთ, რათა ხალხს ქონების ერთი ნაწილი შეუჭამოთ უსამართლოდ.

    2:188
  3. يَسْأَلُونَكَ عَنِ الْأَهِلَّةِ ۖ قُلْ هِيَ مَوَاقِيتُ لِلنَّاسِ وَالْحَجِّ ۗ وَلَيْسَ الْبِرُّ بِأَنْ تَأْتُوا الْبُيُوتَ مِنْ ظُهُورِهَا وَلَٰكِنَّ الْبِرَّ مَنِ اتَّقَىٰ ۗ وَأْتُوا الْبُيُوتَ مِنْ أَبْوَابِهَا ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    გეკითხებიან შენ ახალმთვარეთა შესახებ, უპასუხე: ის არის განსაზღვრული ვადები ხალხისთვის და ჰაჯისთვის. ღვთისმოსაობა არ არის ის, რომ სახლებში მათი უკანა მხრიდან შეხვიდეთ. ღვთისმოსაობაა, როცა ღვთისმოშიში ხარ. მაშ, შედით სახლებში მათი კარიდან და გეშინოდეთ ალლაჰის, ეგების იქმნეთ გადარჩენილი!

    2:189
  4. وَقَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ الَّذِينَ يُقَاتِلُونَكُمْ وَلَا تَعْتَدُوا ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْمُعْتَدِينَ

    და ებრძოლეთ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც თქვენ გებრძვიან, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.

    2:190

თარგმანი: რეზო მიქელაძე