მუსხაფი, გვერდი 283
-
عَسَىٰ رَبُّكُمْ أَنْ يَرْحَمَكُمْ ۚ وَإِنْ عُدْتُمْ عُدْنَا ۘ وَجَعَلْنَا جَهَنَّمَ لِلْكَافِرِينَ حَصِيرًا
ეგებ თქვენმა ღმერთმა შეგიწყალოთ. მაგრამ თუ მიუბრუნდებით, ჩვენც დავბრუნდებით. და ჩვენ დავადგინეთ ჯოჯოხეთი ურწმუნოთათვის დილეგად!
17:8 -
إِنَّ هَٰذَا الْقُرْآنَ يَهْدِي لِلَّتِي هِيَ أَقْوَمُ وَيُبَشِّرُ الْمُؤْمِنِينَ الَّذِينَ يَعْمَلُونَ الصَّالِحَاتِ أَنَّ لَهُمْ أَجْرًا كَبِيرًا
უეჭველად, აი ეს, ყურანი, დაადგენს ყველაზე სწორი გზისკენ და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც კეთილ საქმეებს აკეთებენ, სწორედ რომ მათთვისაა დიადი საზღაური!
17:9 -
وَأَنَّ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا
და უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო, მათთვის გავამზადეთ ჩვენ მწარე სასჯელი!
17:10 -
وَيَدْعُ الْإِنْسَانُ بِالشَّرِّ دُعَاءَهُ بِالْخَيْرِ ۖ وَكَانَ الْإِنْسَانُ عَجُولًا
და ვითომც სიკეთეს ევედრება ადამიანი, მაგრამ სიავეს მოუხმობს. და ხომ ადამიანი ისედაც ცანცარაა!
17:11 -
وَجَعَلْنَا اللَّيْلَ وَالنَّهَارَ آيَتَيْنِ ۖ فَمَحَوْنَا آيَةَ اللَّيْلِ وَجَعَلْنَا آيَةَ النَّهَارِ مُبْصِرَةً لِتَبْتَغُوا فَضْلًا مِنْ رَبِّكُمْ وَلِتَعْلَمُوا عَدَدَ السِّنِينَ وَالْحِسَابَ ۚ وَكُلَّ شَيْءٍ فَصَّلْنَاهُ تَفْصِيلًا
და ჩვენ დავადგინეთ ღამე და დღე ორ სასწაულად. ჩვენ წყვდიადში ჩავძირეთ ღამის სასწაული და გავააშკარავეთ დღის სასწაული, რათა ეძიოთ წყალობა თქვენი ღმერთისგან, და რომ იცოდეთ წელთაღრიცხვა და ანგარიში. და ყველაფერი დაწვრილებით განვმარტეთ ჩვენ!
17:12 -
وَكُلَّ إِنْسَانٍ أَلْزَمْنَاهُ طَائِرَهُ فِي عُنُقِهِ ۖ وَنُخْرِجُ لَهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ كِتَابًا يَلْقَاهُ مَنْشُورًا
და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე მისი ჩიტი და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს, რომელიც გადაშლილი დახვდება მას!
17:13 -
اقْرَأْ كِتَابَكَ كَفَىٰ بِنَفْسِكَ الْيَوْمَ عَلَيْكَ حَسِيبًا
წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!
17:14 -
مَنِ اهْتَدَىٰ فَإِنَّمَا يَهْتَدِي لِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۚ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ ۗ وَمَا كُنَّا مُعَذِّبِينَ حَتَّىٰ نَبْعَثَ رَسُولًا
ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი ცოდვილი არ იტვირთავს სხვის ცოდვას. და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!
17:15 -
وَإِذَا أَرَدْنَا أَنْ نُهْلِكَ قَرْيَةً أَمَرْنَا مُتْرَفِيهَا فَفَسَقُوا فِيهَا فَحَقَّ عَلَيْهَا الْقَوْلُ فَدَمَّرْنَاهَا تَدْمِيرًا
და როცა ვინებეთ, რომ გაგვენადგურებინა რომელიმე მხარე, ვუბრძანეთ ფუფუნებით განებივრებულ მის მცხოვრებლებს, ამის მიუხედავად, უკეთურება ჰქმნეს იქ, ამიტომაც გაცხადდა სიტყვა მასზე, და ამგვარად გავანადგურეთ ერთიანად!
17:16 -
وَكَمْ أَهْلَكْنَا مِنَ الْقُرُونِ مِنْ بَعْدِ نُوحٍ ۗ وَكَفَىٰ بِرَبِّكَ بِذُنُوبِ عِبَادِهِ خَبِيرًا بَصِيرًا
და რამდენი თაობა გავანადგურეთ ნუჰის შემდგომ! და კმარა შენი ღმერთი თავისი მსახურნის ცოდვების მცოდნედ და დამნახველად!
17:17
თარგმანი: რეზო მიქელაძე