მუსხაფი, გვერდი 275
-
وَيَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَهُمْ رِزْقًا مِنَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ شَيْئًا وَلَا يَسْتَطِيعُونَ
და ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა სხვას, რომელთაც არ ხელეწიფებათ მათთვის სარჩოს მიცემა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, და არ შეუძლიათ მათ.
16:73 -
فَلَا تَضْرِبُوا لِلَّهِ الْأَمْثَالَ ۚ إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ
არავინ შეადაროთ ალლაჰს! უეჭველად, ალლაჰი უწყის, და თქვენ არ უწყით!
16:74 -
ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا عَبْدًا مَمْلُوكًا لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَمَنْ رَزَقْنَاهُ مِنَّا رِزْقًا حَسَنًا فَهُوَ يُنْفِقُ مِنْهُ سِرًّا وَجَهْرًا ۖ هَلْ يَسْتَوُونَ ۚ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ
და ალლაჰმა მაგალითად მოიტანა იგავი მონისა, რომელიც სხვისი კუთვნილებაა და არაფერი ხელეწიფება, ხოლო ვისაც ჩვენ ვუბოძეთ მშვენიერი სარჩო, იგი გაიღებს მისგან დაფარულად და აშკარად; განა თანასწორნი არიან ისინი? ქება-დიდება ალლაჰს! დიახაც, დიდი ნაწილი მათგან არ უწყიან.
16:75 -
وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا رَجُلَيْنِ أَحَدُهُمَا أَبْكَمُ لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَهُوَ كَلٌّ عَلَىٰ مَوْلَاهُ أَيْنَمَا يُوَجِّهْهُ لَا يَأْتِ بِخَيْرٍ ۖ هَلْ يَسْتَوِي هُوَ وَمَنْ يَأْمُرُ بِالْعَدْلِ ۙ وَهُوَ عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
და ალლაჰმა აგრეთვე მაგალითად მოიყვანა იგავი ორი კაცისა. ერთი მათგანი მუნჯია, არაფრის შემძლე, ტვირთად აწევს თავის პატრონს. სადაც არ უნდა გაგზავნონ, ხეირი არ მოაქვს. განა თანასწორია იგი იმისა, ვინც ჭეშმარიტებას მეტყველებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგას?
16:76 -
وَلِلَّهِ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَا أَمْرُ السَّاعَةِ إِلَّا كَلَمْحِ الْبَصَرِ أَوْ هُوَ أَقْرَبُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
და ალლაჰს ეკუთვნის უხილავი ცათა და ქვეყნისა. წარღვნის მოსვლა თვალის დახამხამების ტოლია ან უფრო სწრაფიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
16:77 -
وَاللَّهُ أَخْرَجَكُمْ مِنْ بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ لَا تَعْلَمُونَ شَيْئًا وَجَعَلَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ ۙ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით; და გიბოძათ თქვენ ყურთასმენა, და თვალთახედვა და შემეცნების უნარი, ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
16:78 -
أَلَمْ يَرَوْا إِلَى الطَّيْرِ مُسَخَّرَاتٍ فِي جَوِّ السَّمَاءِ مَا يُمْسِكُهُنَّ إِلَّا اللَّهُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები, მორჩილნი ცის კამარაზე? არავინ აკავებს მათ, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის!
16:79
თარგმანი: რეზო მიქელაძე