მუსხაფი, გვერდი 267

  1. الَّذِينَ جَعَلُوا الْقُرْآنَ عِضِينَ

    რომელთაც ყურანის ნაწილი ირწმუნეს და ნაწილი უარყვეს.

    15:91
  2. فَوَرَبِّكَ لَنَسْأَلَنَّهُمْ أَجْمَعِينَ

    ვფიცავ შენს ღმერთს, უთუოდ ყველას მოვკითხავთ მაგათ

    15:92
  3. عَمَّا كَانُوا يَعْمَلُونَ

    იმისთვის, რაც ჩაუდენიათ!

    15:93
  4. فَاصْدَعْ بِمَا تُؤْمَرُ وَأَعْرِضْ عَنِ الْمُشْرِكِينَ

    ამცნე, რაც გებრძანა და პირი იბრუნე წარმართებისგან!

    15:94
  5. إِنَّا كَفَيْنَاكَ الْمُسْتَهْزِئِينَ

    უეჭველად, ჩვენ შენდამი გამქილიკებელთ ჭკუას ვასწავლით!

    15:95
  6. الَّذِينَ يَجْعَلُونَ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ ۚ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

    რომელთაც დაიდგინეს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, სულ მალე შეიტყობენ!...

    15:96
  7. وَلَقَدْ نَعْلَمُ أَنَّكَ يَضِيقُ صَدْرُكَ بِمَا يَقُولُونَ

    და ვფიცავ, ვიცით, რომ შენ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ეგენი ამბობენ.

    15:97
  8. فَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ وَكُنْ مِنَ السَّاجِدِينَ

    მაშ, ადიდე ღმერთი შენი და იყავ სეჯდეს შემსრულებელთაგანი!

    15:98
  9. وَاعْبُدْ رَبَّكَ حَتَّىٰ يَأْتِيَكَ الْيَقِينُ

    თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!

    15:99
  10. أَتَىٰ أَمْرُ اللَّهِ فَلَا تَسْتَعْجِلُوهُ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    მოვიდა ალლაჰისა ბრძანება. მაშ, ნუ ეცდებით მის დაჩქარებას. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!

    16:1
  11. يُنَزِّلُ الْمَلَائِكَةَ بِالرُّوحِ مِنْ أَمْرِهِ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ أَنْ أَنْذِرُوا أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاتَّقُونِ

    გარდმოავლენს იგი თავისი ბრძანებით ანგელოზს სულით, ინებებს ვისზეც თავის მსახურთაგან, რათა შეაგონონ: რომ არ არსებობს ღვთაება, გარეშე ჩემი. მაშ, მოკრძალებულნი იყავით ჩემს წინაშე.

    16:2
  12. خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۚ تَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    მან გააჩინა ჭეშმარიტებით ცანი და მიწა. და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!

    16:3
  13. خَلَقَ الْإِنْسَانَ مِنْ نُطْفَةٍ فَإِذَا هُوَ خَصِيمٌ مُبِينٌ

    მან გააჩინა ადამიანი ერთი წვეთიდან, ამისდა მიუხედავად, იგი აშკარა მეტოქედ გარდაექცა.

    16:4
  14. وَالْأَنْعَامَ خَلَقَهَا ۗ لَكُمْ فِيهَا دِفْءٌ وَمَنَافِعُ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ

    და ცხოველებიც გააჩინა თქვენთვის, მათშია სითბო და სარგებელი, და თანაც მიირთმევთ მათგან.

    16:5
  15. وَلَكُمْ فِيهَا جَمَالٌ حِينَ تُرِيحُونَ وَحِينَ تَسْرَحُونَ

    და თქვენთვისაა შვება მათში, როცა საღამოს მოერეკებით და როცა უშვებთ დილით.

    16:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე