სურა 15 ჰიჯრი

  1. وَآتَيْنَاهُمْ آيَاتِنَا فَكَانُوا عَنْهَا مُعْرِضِينَ

    და მათ ჩვენ ვუბოძეთ ჩვენი სასწაულნი, მაგრამ მათ მისგან სახე იბრუნეს.

    15:81
  2. وَكَانُوا يَنْحِتُونَ مِنَ الْجِبَالِ بُيُوتًا آمِنِينَ

    და კვეთავდნენ მთებში უსაფრთხო სახლებს.

    15:82
  3. فَأَخَذَتْهُمُ الصَّيْحَةُ مُصْبِحِينَ

    ამგვარად, შეიპყრო ეგენი განთიადისას საშინელმა ხმამ.

    15:83
  4. فَمَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    თუმცაღა მაგათ არ გამოადგათ, რასაც იხვეჭდნენ.

    15:84
  5. وَمَا خَلَقْنَا السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا إِلَّا بِالْحَقِّ ۗ وَإِنَّ السَّاعَةَ لَآتِيَةٌ ۖ فَاصْفَحِ الصَّفْحَ الْجَمِيلَ

    და არ გაგვიჩენია ჩვენ ცანი და დედამიწა და რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის. და უეჭველად, ის საათი უთუოდ დადგება. მაშ, შენ სიკეთით, ლმობიერებით მოეპყარი!

    15:85
  6. إِنَّ رَبَّكَ هُوَ الْخَلَّاقُ الْعَلِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი გამჩენია, ყოვლისმცოდნეა!

    15:86
  7. وَلَقَدْ آتَيْنَاكَ سَبْعًا مِنَ الْمَثَانِي وَالْقُرْآنَ الْعَظِيمَ

    და ვფიცავ, შენ გიბოძეთ „შვიდი განმეორებადი“ და დიდებული ყურანი!

    15:87
  8. لَا تَمُدَّنَّ عَيْنَيْكَ إِلَىٰ مَا مَتَّعْنَا بِهِ أَزْوَاجًا مِنْهُمْ وَلَا تَحْزَنْ عَلَيْهِمْ وَاخْفِضْ جَنَاحَكَ لِلْمُؤْمِنِينَ

    და არ დაადგა თვალნი შენი რა სიკეთეც ვუბოძეთ მათ წყვილწყვილად. და არ იდარდო მათზე. და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს!

    15:88
  9. وَقُلْ إِنِّي أَنَا النَّذِيرُ الْمُبِينُ

    და თქვი: „უეჭველად, მე ცხადი შემგონებელი ვარ!“

    15:89
  10. كَمَا أَنْزَلْنَا عَلَى الْمُقْتَسِمِينَ

    როგორც ჩვენ მოვავლინეთ გამნაწილებლებსა ზედა,

    15:90
  11. الَّذِينَ جَعَلُوا الْقُرْآنَ عِضِينَ

    რომელთაც ყურანის ნაწილი ირწმუნეს და ნაწილი უარყვეს.

    15:91
  12. فَوَرَبِّكَ لَنَسْأَلَنَّهُمْ أَجْمَعِينَ

    ვფიცავ შენს ღმერთს, უთუოდ ყველას მოვკითხავთ მაგათ

    15:92
  13. عَمَّا كَانُوا يَعْمَلُونَ

    იმისთვის, რაც ჩაუდენიათ!

    15:93
  14. فَاصْدَعْ بِمَا تُؤْمَرُ وَأَعْرِضْ عَنِ الْمُشْرِكِينَ

    ამცნე, რაც გებრძანა და პირი იბრუნე წარმართებისგან!

    15:94
  15. إِنَّا كَفَيْنَاكَ الْمُسْتَهْزِئِينَ

    უეჭველად, ჩვენ შენდამი გამქილიკებელთ ჭკუას ვასწავლით!

    15:95
  16. الَّذِينَ يَجْعَلُونَ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ ۚ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

    რომელთაც დაიდგინეს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, სულ მალე შეიტყობენ!...

    15:96
  17. وَلَقَدْ نَعْلَمُ أَنَّكَ يَضِيقُ صَدْرُكَ بِمَا يَقُولُونَ

    და ვფიცავ, ვიცით, რომ შენ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ეგენი ამბობენ.

    15:97
  18. فَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ وَكُنْ مِنَ السَّاجِدِينَ

    მაშ, ადიდე ღმერთი შენი და იყავ სეჯდეს შემსრულებელთაგანი!

    15:98
  19. وَاعْبُدْ رَبَّكَ حَتَّىٰ يَأْتِيَكَ الْيَقِينُ

    თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!

    15:99

თარგმანი: რეზო მიქელაძე