მუსხაფი, გვერდი 232

  1. وَيَا قَوْمِ لَا يَجْرِمَنَّكُمْ شِقَاقِي أَنْ يُصِيبَكُمْ مِثْلُ مَا أَصَابَ قَوْمَ نُوحٍ أَوْ قَوْمَ هُودٍ أَوْ قَوْمَ صَالِحٍ ۚ وَمَا قَوْمُ لُوطٍ مِنْكُمْ بِبَعِيدٍ

    ჰეი, ხალხო ჩემო! დაე, ჩემთან უთანხმოებამ თავს არ დაგატეხოთ ის, რაც უწინ ეწია ნუჰის ხალხს, ან ჰუდის ხალხს, ან სალიჰის ხალხს. და არც ლუტის ხალხი არიან თქვენგან შორს.

    11:89
  2. وَاسْتَغْفِرُوا رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ ۚ إِنَّ رَبِّي رَحِيمٌ وَدُودٌ

    და პატიება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს და მერე მოინანიეთ მის წინაშე. უეჭველად, ჩემი ღმერთი მწყალობელია, მოყვარულია.

    11:90
  3. قَالُوا يَا شُعَيْبُ مَا نَفْقَهُ كَثِيرًا مِمَّا تَقُولُ وَإِنَّا لَنَرَاكَ فِينَا ضَعِيفًا ۖ وَلَوْلَا رَهْطُكَ لَرَجَمْنَاكَ ۖ وَمَا أَنْتَ عَلَيْنَا بِعَزِيزٍ

    უთხრეს: „ჰეი, შუღეიბ! ბევრი რამ შენი ნათქვამიდან გაუგებარია ჩვენთვის. და, უეჭველად, გთვლით ჩვენ შორის სუსტად. შენი მოდგმა რომ არა, ჩაგქოლავდით. და არაფრით ხარ ჩვენზე აღმატებული!“

    11:91
  4. قَالَ يَا قَوْمِ أَرَهْطِي أَعَزُّ عَلَيْكُمْ مِنَ اللَّهِ وَاتَّخَذْتُمُوهُ وَرَاءَكُمْ ظِهْرِيًّا ۖ إِنَّ رَبِّي بِمَا تَعْمَلُونَ مُحِيطٌ

    უთხრა: „ხალხო ჩემო! ნუთუ თქვენთვის ჩემი მოდგმა უფრო ძვირფასია, ვიდრე ალლაჰი, რომ თქვენ მას ზურგი აქციეთ? უეჭველად, ჩემი ღმერთი გარემოიცავს იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!

    11:92
  5. وَيَا قَوْمِ اعْمَلُوا عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنِّي عَامِلٌ ۖ سَوْفَ تَعْلَمُونَ مَنْ يَأْتِيهِ عَذَابٌ يُخْزِيهِ وَمَنْ هُوَ كَاذِبٌ ۖ وَارْتَقِبُوا إِنِّي مَعَكُمْ رَقِيبٌ

    ჰეი, ხალხო ჩემო! იმოქმედეთ როგორც თქვენ გინდათ, უეჭველად, მეც ვმოქმედებ. სულ მალე გაიგებთ, ვის ეწევა სასჯელი დამამცირებელი და ვინ არის ცრუ. დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!“

    11:93
  6. وَلَمَّا جَاءَ أَمْرُنَا نَجَّيْنَا شُعَيْبًا وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِنَّا وَأَخَذَتِ الَّذِينَ ظَلَمُوا الصَّيْحَةُ فَأَصْبَحُوا فِي دِيَارِهِمْ جَاثِمِينَ

    და როცა გაცხადდა ნება ჩვენი, ჩვენ ვიხსენით შუღეიბი და, რომელთაც ირწმუნეს მის ერთად, ჩვენსავე წყალობით. ხოლო რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, შეიპყრო საშინელმა ხმამ, და იქმნენ თავიანთ სახლებში მუხლებზე დაჩოქილნი.

    11:94
  7. كَأَنْ لَمْ يَغْنَوْا فِيهَا ۗ أَلَا بُعْدًا لِمَدْيَنَ كَمَا بَعِدَتْ ثَمُودُ

    თითქოს იქ არც ეცხოვრათ. დიახ! გაიწირნენ მედიენელნი, როგორც გაიწირნენ სემუდეველნი!

    11:95
  8. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِآيَاتِنَا وَسُلْطَانٍ مُبِينٍ

    და ვფიცავ, რომ ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენივე აიათებით და ცხადი მტკიცებანით

    11:96
  9. إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ فَاتَّبَعُوا أَمْرَ فِرْعَوْنَ ۖ وَمَا أَمْرُ فِرْعَوْنَ بِرَشِيدٍ

    ფარაონთან და მის ხალხთან. მაგრამ მისდიეს მათ ფარაონის ბრძანებას, თუმცა ფარაონის ბრძანება როდი იყო მართებული.

    11:97

თარგმანი: რეზო მიქელაძე