მუსხაფი, გვერდი 231

  1. فَلَمَّا جَاءَ أَمْرُنَا جَعَلْنَا عَالِيَهَا سَافِلَهَا وَأَمْطَرْنَا عَلَيْهَا حِجَارَةً مِنْ سِجِّيلٍ مَنْضُودٍ

    და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები,

    11:82
  2. مُسَوَّمَةً عِنْدَ رَبِّكَ ۖ وَمَا هِيَ مِنَ الظَّالِمِينَ بِبَعِيدٍ

    შენი ღმერთის წინაშე ნიშანდადებული. და იგი უსამართლოთაგან შორს როდია...

    11:83
  3. وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ وَلَا تَنْقُصُوا الْمِكْيَالَ وَالْمِيزَانَ ۚ إِنِّي أَرَاكُمْ بِخَيْرٍ وَإِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ مُحِيطٍ

    და მედიენის ხალხთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! საწყაოსა და სასწორს ნუ დააკლებთ. უეჭველად, მე ვხედავ როგორ კეთილდღეობაში იმყოფებით და, უეჭველად, მე მეშინია თქვენდამი ყოვლისმომცველი დღის სასჯელისა!

    11:84
  4. وَيَا قَوْمِ أَوْفُوا الْمِكْيَالَ وَالْمِيزَانَ بِالْقِسْطِ ۖ وَلَا تَبْخَسُوا النَّاسَ أَشْيَاءَهُمْ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ

    ჰეი, ხალხო ჩემო! გაზომეთ და აწონეთ სამართლიანად და ხალხის ქონებას არ მოაკლოთ და როგორც ბოროტმოქმედნი, არ ქმნათ ქვეყანაზე უკეთურობა!

    11:85
  5. بَقِيَّتُ اللَّهِ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ ۚ وَمَا أَنَا عَلَيْكُمْ بِحَفِيظٍ

    თუ ხართ მორწმუნენი, ალლაჰის დანატოვარი თქვენთვის უფრო უკეთესია. და მე როდი ვარ თქვენი გუშაგი.“

    11:86
  6. قَالُوا يَا شُعَيْبُ أَصَلَاتُكَ تَأْمُرُكَ أَنْ نَتْرُكَ مَا يَعْبُدُ آبَاؤُنَا أَوْ أَنْ نَفْعَلَ فِي أَمْوَالِنَا مَا نَشَاءُ ۖ إِنَّكَ لَأَنْتَ الْحَلِيمُ الرَّشِيدُ

    უთხრეს: „ჰეი, შუღეიბ! ნუთუ შენი ლოცვა გიბრძანებს, რომ უარი ვთქვათ იმაზე, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემენ, ან არ განვკარგოთ ჩვენი ქონება ისე, როგორც თავად გვსურს? უეჭველად, შენ ლმობიერი და ჭკვიანი ხარ!“

    11:87
  7. قَالَ يَا قَوْمِ أَرَأَيْتُمْ إِنْ كُنْتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّي وَرَزَقَنِي مِنْهُ رِزْقًا حَسَنًا ۚ وَمَا أُرِيدُ أَنْ أُخَالِفَكُمْ إِلَىٰ مَا أَنْهَاكُمْ عَنْهُ ۚ إِنْ أُرِيدُ إِلَّا الْإِصْلَاحَ مَا اسْتَطَعْتُ ۚ وَمَا تَوْفِيقِي إِلَّا بِاللَّهِ ۚ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ وَإِلَيْهِ أُنِيبُ

    უთხრა: „ხალხო ჩემო! მაშინ რას იტყვით: თუ ვარ ცხად სამტკიცზე ჩემი ღმერთისგან და თუ მიბოძა მან საუკეთესო სარჩო-საბადებელი? არ მინდა გამოვირჩეოდე თქვენგან და ვქმნა ის, რისი გაკეთებაც თქვენ აგიკრძალე. მინდა მხოლოდ იმის გამოსწორება, რაც შემიძლია. ჩემი წარმატება მხოლოდ ალლაჰზეა. მე მხოლოდ მას ვსასოებ და მისკენ მივიქცევი!

    11:88

თარგმანი: რეზო მიქელაძე