მუსხაფი, გვერდი 217
-
وَاتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ نُوحٍ إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ يَا قَوْمِ إِنْ كَانَ كَبُرَ عَلَيْكُمْ مَقَامِي وَتَذْكِيرِي بِآيَاتِ اللَّهِ فَعَلَى اللَّهِ تَوَكَّلْتُ فَأَجْمِعُوا أَمْرَكُمْ وَشُرَكَاءَكُمْ ثُمَّ لَا يَكُنْ أَمْرُكُمْ عَلَيْكُمْ غُمَّةً ثُمَّ اقْضُوا إِلَيَّ وَلَا تُنْظِرُونِ
და მოუყევი მათ ნუჰის ამბავი. აკი, უთხრა მან თავის ხალხს: ჰეი, ხალხო ჩემო! თუ გიმძიმთ ჩემი თქვენთან ყოფნა და შესმენა ალლაჰის აიათებისა, უკვე მე ალლაჰს მივენდე. მაშ, შეიკრიბეთ თქვენ თანამოზიარეებთან ერთად და გადაწყვიტეთ, რა უნდა ჰქნათ. მაგრამ თქვენი საქმე მწუხარებად არ გექცეთ. მერე მე მომდექით და ნუ გადამივადებთ.
10:71 -
فَإِنْ تَوَلَّيْتُمْ فَمَا سَأَلْتُكُمْ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَى اللَّهِ ۖ وَأُمِرْتُ أَنْ أَكُونَ مِنَ الْمُسْلِمِينَ
მაგრამ თუ ზურგს შეაქცევთ, მე ხომ თქვენგან საზღაური არ მინდა, ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რამეთუ მე ნაბრძანები მაქვს, რომ ვიყო მუსლიმთაგანი.
10:72 -
فَكَذَّبُوهُ فَنَجَّيْنَاهُ وَمَنْ مَعَهُ فِي الْفُلْكِ وَجَعَلْنَاهُمْ خَلَائِفَ وَأَغْرَقْنَا الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُنْذَرِينَ
მაგრამ იგი ცრუდ შერაცხეს, მერე ვიხსენით იგი და ვინც მასთან ერთად იყო გემში. და დავადგინეთ ისინი მემკვიდრეებად, ხოლო ჩავძირეთ წყალში ისინი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. მაშ, შეხედე როგორი იყო აღსასრული შეუგნებელთა?!
10:73 -
ثُمَّ بَعَثْنَا مِنْ بَعْدِهِ رُسُلًا إِلَىٰ قَوْمِهِمْ فَجَاءُوهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَمَا كَانُوا لِيُؤْمِنُوا بِمَا كَذَّبُوا بِهِ مِنْ قَبْلُ ۚ كَذَٰلِكَ نَطْبَعُ عَلَىٰ قُلُوبِ الْمُعْتَدِينَ
შემდეგ, მასზე მიყოლებით, წარვგზავნეთ შუამავალნი მათ ხალხთან. მივიდნენ მათთან ცხადი სასწაულებით, მაგრამ არ ირწმუნეს, რაც ადრე უარყვეს. ასე ვასვამთ გულებზე ბეჭედს ზღვარგადასულებს!
10:74 -
ثُمَّ بَعَثْنَا مِنْ بَعْدِهِمْ مُوسَىٰ وَهَارُونَ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ بِآيَاتِنَا فَاسْتَكْبَرُوا وَكَانُوا قَوْمًا مُجْرِمِينَ
შემდეგ წარვგზავნეთ მათ მერე მუსა და ჰარუნი ფარაონთან და მის დიდებულებთან ჩვენი სასწაულებითურთ. მაგრამ გამედიდურდნენ და გარდაიქცნენ ცოდვილ ხალხად.
10:75 -
فَلَمَّا جَاءَهُمُ الْحَقُّ مِنْ عِنْدِنَا قَالُوا إِنَّ هَٰذَا لَسِحْرٌ مُبِينٌ
ხოლო როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: უეჭველად, ეს აშკარა ჯადოქრობააო!
10:76 -
قَالَ مُوسَىٰ أَتَقُولُونَ لِلْحَقِّ لَمَّا جَاءَكُمْ ۖ أَسِحْرٌ هَٰذَا وَلَا يُفْلِحُ السَّاحِرُونَ
უთხრა მუსამ: როცა თქვენ ჭეშმარიტება მოგევლინათ, განა მის შესახებ ასე ამბობთ, რომ ეს ჯადოქრობაა? ჯადოქრები ვერ იქნებიან ნეტარნი!
10:77 -
قَالُوا أَجِئْتَنَا لِتَلْفِتَنَا عَمَّا وَجَدْنَا عَلَيْهِ آبَاءَنَا وَتَكُونَ لَكُمَا الْكِبْرِيَاءُ فِي الْأَرْضِ وَمَا نَحْنُ لَكُمَا بِمُؤْمِنِينَ
თქვეს: განა იმისთვის მოხვედი, რომ იმ გზას აგვაცდინო, რაზეც ვპოვეთ ჩვენი წინაპრები, რასაც ჩვენი მამები მისდევდნენ და რომ თქვენ ორმა იგდოთ ხელთ ამ მიწაზე ბატონობა? ჩვენ ვერაფრით დაგეთანხმებით თქვენ!
10:78
თარგმანი: რეზო მიქელაძე