მუსხაფი, გვერდი 216

  1. أَلَا إِنَّ أَوْلِيَاءَ اللَّهِ لَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

    მაშ, იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰის მეგობრებს არც შიში ექნებათ და არც ინაღვლებენ ეგენი!

    10:62
  2. الَّذِينَ آمَنُوا وَكَانُوا يَتَّقُونَ

    (მათ) რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ მოკრძალებულნი,

    10:63
  3. لَهُمُ الْبُشْرَىٰ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَفِي الْآخِرَةِ ۚ لَا تَبْدِيلَ لِكَلِمَاتِ اللَّهِ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ

    მათთვისაა ხარება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. ალლაჰის სიტყვები შეუცვლელია. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება!

    10:64
  4. وَلَا يَحْزُنْكَ قَوْلُهُمْ ۘ إِنَّ الْعِزَّةَ لِلَّهِ جَمِيعًا ۚ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    ნუ დაგამწუხრებს მათი ნათქვამი, უეჭველად, ძლევამოსილება სრულიად ალლაჰისაა. იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!

    10:65
  5. أَلَا إِنَّ لِلَّهِ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَمَنْ فِي الْأَرْضِ ۗ وَمَا يَتَّبِعُ الَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ شُرَكَاءَ ۚ إِنْ يَتَّبِعُونَ إِلَّا الظَّنَّ وَإِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ

    მაშ, იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და რას მისდევენ ისინი, რომელნიც უხმობენ ალლაჰის ნაცვლად თანამოზიარენს? მხოლოდ ვარაუდს გაჰყვებიან და მხოლოდ სიცრუეს შეთხზავენ ეგენი.

    10:66
  6. هُوَ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ اللَّيْلَ لِتَسْكُنُوا فِيهِ وَالنَّهَارَ مُبْصِرًا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَسْمَعُونَ

    იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე, რათა მოისვენოთ მასში; და დღე მანათობელად. უეჭველად, ამაში სასწაულებია შემსმენ ხალხთათვის.

    10:67
  7. قَالُوا اتَّخَذَ اللَّهُ وَلَدًا ۗ سُبْحَانَهُ ۖ هُوَ الْغَنِيُّ ۖ لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۚ إِنْ عِنْدَكُمْ مِنْ سُلْطَانٍ بِهَٰذَا ۚ أَتَقُولُونَ عَلَى اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ

    თქვეს: „ალლაჰმა ძე აირჩიაო (აიყვანაო)“. დიდება მას! იგი მდიდარია, მას ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და დედამიწასა ზედა! თუ თქვენთან მოინახება ამის შესახებ მტკიცებულება? ნუთუ ცილს სწამებთ ალლაჰს, რაც არ იცით?

    10:68
  8. قُلْ إِنَّ الَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ لَا يُفْلِحُونَ

    უთხარი: უეჭველად, რომელნიც ტყუილს თხზავენ ალლაჰზე, ნეტარ ვერ იქნებიან!

    10:69
  9. مَتَاعٌ فِي الدُّنْيَا ثُمَّ إِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ ثُمَّ نُذِيقُهُمُ الْعَذَابَ الشَّدِيدَ بِمَا كَانُوا يَكْفُرُونَ

    (მათთვისაა) ამქვეყანაზე წარმავალი სიტკბოება, მერე ჩვენთანაა მათი მისაქციელი, შემდეგ ვაგემებთ სასტიკ სასჯელს იმისთვის, რასაც უარყოფდნენ!

    10:70

თარგმანი: რეზო მიქელაძე