მუსხაფი, გვერდი 210

  1. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ ۙ قَالَ الَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَاءَنَا ائْتِ بِقُرْآنٍ غَيْرِ هَٰذَا أَوْ بَدِّلْهُ ۚ قُلْ مَا يَكُونُ لِي أَنْ أُبَدِّلَهُ مِنْ تِلْقَاءِ نَفْسِي ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰ إِلَيَّ ۖ إِنِّي أَخَافُ إِنْ عَصَيْتُ رَبِّي عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ

    და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებდნენ, ამბობდნენ: მოიტანე სხვა ყურანი ამისგან განსხვავებული ან შეცვალე იგი! უთხარი: არ შეიძლება, რომ მე შევცვალო თვითნებურად. მე მხოლოდ იმას მივდევ, რაც შთამეგონა. უეჭველად, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს, მე მეშინია დიდი დღის სასჯელისა!

    10:15
  2. قُلْ لَوْ شَاءَ اللَّهُ مَا تَلَوْتُهُ عَلَيْكُمْ وَلَا أَدْرَاكُمْ بِهِ ۖ فَقَدْ لَبِثْتُ فِيكُمْ عُمُرًا مِنْ قَبْلِهِ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    უთხარი: ალლაჰს რომ ენება, არ წაგიკითხავდი ამას და მას არ გამცნობდი თქვენ. აქამდე ხომ მთელი წლები თქვენთან ერთად დავყავი. განა, არ მოუხმობთ გონებას?

    10:16
  3. فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِآيَاتِهِ ۚ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الْمُجْرِمُونَ

    მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს ან უარყოფს მის აიათებს, უეჭველად, იგი არ გადაარჩენს ცოდვილთ.

    10:17
  4. وَيَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَضُرُّهُمْ وَلَا يَنْفَعُهُمْ وَيَقُولُونَ هَٰؤُلَاءِ شُفَعَاؤُنَا عِنْدَ اللَّهِ ۚ قُلْ أَتُنَبِّئُونَ اللَّهَ بِمَا لَا يَعْلَمُ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    და ალლაჰის ნაცვლად თაყვანს სცემენ სხვას, რომელიც არც ზიანს აყენებს მათ და არც სიკეთე მოაქვს მათთვის. და ამბობენ: ისინი შუაკაცნი არიან ჩვენი ალლაჰის წინაშეო. უთხარი: განა აუწყებთ ალლაჰს რაიმე ისეთს, რაც არ იცოდეს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც თანამოზიარედ უდგენენ!

    10:18
  5. وَمَا كَانَ النَّاسُ إِلَّا أُمَّةً وَاحِدَةً فَاخْتَلَفُوا ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِنْ رَبِّكَ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ فِيمَا فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    და არ იყო ხალხი, თუ არა ერთიანი თემი, მერე კი უთანხმოება მოუვიდათ. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა, უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ.

    10:19
  6. وَيَقُولُونَ لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ آيَةٌ مِنْ رَبِّهِ ۖ فَقُلْ إِنَّمَا الْغَيْبُ لِلَّهِ فَانْتَظِرُوا إِنِّي مَعَكُمْ مِنَ الْمُنْتَظِرِينَ

    და ამბობენ: არ შეიძლებოდა, რომ გარდმოვლენოდა მას სასწაული მისი ღმერთისგან? მაშინ უთხარი: უხილავი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები.

    10:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე