მუსხაფი, გვერდი 209

  1. إِنَّ الَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَاءَنَا وَرَضُوا بِالْحَيَاةِ الدُّنْيَا وَاطْمَأَنُّوا بِهَا وَالَّذِينَ هُمْ عَنْ آيَاتِنَا غَافِلُونَ

    უეჭველად, რომელნიც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას, კმაყოფილი არიან ამქვეყნიური ცხოვრებით და დასჯერდნენ მას, და რომელნიც ჩვენი სასწაულების მიმართ უსულგულო არიან,

    10:7
  2. أُولَٰئِكَ مَأْوَاهُمُ النَّارُ بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    აი,მათი თავშესაფარი ცეცხლია იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!

    10:8
  3. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ يَهْدِيهِمْ رَبُّهُمْ بِإِيمَانِهِمْ ۖ تَجْرِي مِنْ تَحْتِهِمُ الْأَنْهَارُ فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ

    უეჭველად, მათ,რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთი. იმიტომ, რომ ირწმუნეს, მათი უფალი სწორი გზით წარმართავს მათ სიკეთეუხვ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება.

    10:9
  4. دَعْوَاهُمْ فِيهَا سُبْحَانَكَ اللَّهُمَّ وَتَحِيَّتُهُمْ فِيهَا سَلَامٌ ۚ وَآخِرُ دَعْوَاهُمْ أَنِ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    მათი შეძახილი იქ: დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! და მათი ცხოვრება: მშვიდობაა! და მათი ბოლო შეძახილი: ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს!

    10:10
  5. وَلَوْ يُعَجِّلُ اللَّهُ لِلنَّاسِ الشَّرَّ اسْتِعْجَالَهُمْ بِالْخَيْرِ لَقُضِيَ إِلَيْهِمْ أَجَلُهُمْ ۖ فَنَذَرُ الَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَاءَنَا فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ

    და რომ დაეჩქარებინა ალლაჰს ხალხთათვის უბედურება ისევე, როგორც სიკეთის დაჩქარება სურთ, მათი აღსასრული გარდაუვალი გახდებოდა. მაგრამ რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებენ, მივაგდებთ თავიანთ აღვირახსნილობაში ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.

    10:11
  6. وَإِذَا مَسَّ الْإِنْسَانَ الضُّرُّ دَعَانَا لِجَنْبِهِ أَوْ قَاعِدًا أَوْ قَائِمًا فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُ ضُرَّهُ مَرَّ كَأَنْ لَمْ يَدْعُنَا إِلَىٰ ضُرٍّ مَسَّهُ ۚ كَذَٰلِكَ زُيِّنَ لِلْمُسْرِفِينَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    და როცა კაცს უბედურება ეწევა, გვევედრება ჩვენ წამოწოლილი ან მჯდარი ან ფეხზე მდგომი. მაგრამ როცა ავარიდებთ მას უბედურებას, ისე ჩაივლის, თითქოს არც ეთხოვოს ჩვენთვის შეწევნა თავსდატეხილი უბედურების გამო. აი, ასე მოეკაზმათ ზღვარგადასულებს, რასაც სჩადიან.

    10:12
  7. وَلَقَدْ أَهْلَكْنَا الْقُرُونَ مِنْ قَبْلِكُمْ لَمَّا ظَلَمُوا ۙ وَجَاءَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ وَمَا كَانُوا لِيُؤْمِنُوا ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي الْقَوْمَ الْمُجْرِمِينَ

    ვფიცავ, ჩვენ გავანადგურეთ თქვენამდე თაობები, როდესაც უსამართლოდ მოიქცნენ და როდესაც მათთან მივიდნენ მათი შუამავლები ცხადი სასწაულებით და მაინც არ ირწმუნეს მათ. აი ასე მივუზღავთ ცოდვილ ხალხს.

    10:13
  8. ثُمَّ جَعَلْنَاكُمْ خَلَائِفَ فِي الْأَرْضِ مِنْ بَعْدِهِمْ لِنَنْظُرَ كَيْفَ تَعْمَلُونَ

    მერე თქვენ დაგადგინეთ მათ შემდგომ დედამიწის მემკვიდრეებად, რათა გვენახა, როგორ მოიქცეოდით.

    10:14

თარგმანი: რეზო მიქელაძე