მუსხაფი, გვერდი 205

  1. التَّائِبُونَ الْعَابِدُونَ الْحَامِدُونَ السَّائِحُونَ الرَّاكِعُونَ السَّاجِدُونَ الْآمِرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَالنَّاهُونَ عَنِ الْمُنْكَرِ وَالْحَافِظُونَ لِحُدُودِ اللَّهِ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ

    მაშ, ახარე მორწმუნეებს! რომელნიც ინანიებენ, თაყვანს სცემენ, ადიდებენ, მარხულობენ, „ქედს იხრიან, სეჯდეს აღასრულებენ“, სიკეთეს მოუწოდებენ და ავს კრძალავენ; და ალლაჰის საზღვრების დამცველებს.

    9:112
  2. مَا كَانَ لِلنَّبِيِّ وَالَّذِينَ آمَنُوا أَنْ يَسْتَغْفِرُوا لِلْمُشْرِكِينَ وَلَوْ كَانُوا أُولِي قُرْبَىٰ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمْ أَنَّهُمْ أَصْحَابُ الْجَحِيمِ

    და არ არის შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.

    9:113
  3. وَمَا كَانَ اسْتِغْفَارُ إِبْرَاهِيمَ لِأَبِيهِ إِلَّا عَنْ مَوْعِدَةٍ وَعَدَهَا إِيَّاهُ فَلَمَّا تَبَيَّنَ لَهُ أَنَّهُ عَدُوٌّ لِلَّهِ تَبَرَّأَ مِنْهُ ۚ إِنَّ إِبْرَاهِيمَ لَأَوَّاهٌ حَلِيمٌ

    და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას. უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.

    9:114
  4. وَمَا كَانَ اللَّهُ لِيُضِلَّ قَوْمًا بَعْدَ إِذْ هَدَاهُمْ حَتَّىٰ يُبَيِّنَ لَهُمْ مَا يَتَّقُونَ ۚ إِنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    და არ არის, რომ ალლაჰმა ააცდინოს ხალხი ჭეშმარიტ გზას მასზე დადგენის შემდეგ, სანამ არ განუმარტავს მათ, როგორი მოკრძალებულნი უნდა იყვნენ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!

    9:115
  5. إِنَّ اللَّهَ لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ يُحْيِي وَيُمِيتُ ۚ وَمَا لَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ

    უეჭველად, ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა. აცოცხლებს და აკვდინებს. და არ არის თქვენთვის, გარდა ალლაჰისა, არც მფარველი და არც შემწე!

    9:116
  6. لَقَدْ تَابَ اللَّهُ عَلَى النَّبِيِّ وَالْمُهَاجِرِينَ وَالْأَنْصَارِ الَّذِينَ اتَّبَعُوهُ فِي سَاعَةِ الْعُسْرَةِ مِنْ بَعْدِ مَا كَادَ يَزِيغُ قُلُوبُ فَرِيقٍ مِنْهُمْ ثُمَّ تَابَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّهُ بِهِمْ رَءُوفٌ رَحِيمٌ

    უეჭველად, ალლაჰმა მიუტევა შუამავალს, მუჰაჯირებსა და ენსართ, რომლებიც მას გაჰყვნენ მძიმე ჟამს, მას მერე, რაც ზოგიერთი იმათგანის გულნი კინაღამ სცდუნდა. შემდეგ შეუნდო მათ. უეჭველად, იგი მათდამი მოწყალეა, მწყალობელია.

    9:117

თარგმანი: რეზო მიქელაძე