მუსხაფი, გვერდი 166
-
فَإِذَا جَاءَتْهُمُ الْحَسَنَةُ قَالُوا لَنَا هَٰذِهِ ۖ وَإِنْ تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ يَطَّيَّرُوا بِمُوسَىٰ وَمَنْ مَعَهُ ۗ أَلَا إِنَّمَا طَائِرُهُمْ عِنْدَ اللَّهِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ
მაგრამ მათ, როცა სიკეთე ეწიათ, თქვეს: ეს დავიმსახურეთ ჩვენ! და თუკი ავი დაატყდათ, მუსას და ვინც მასთან იყო იმას მიაწერდნენ. არადა მათი უბედურება ალლაჰისგანაა, მაგრამ უმეტესობა მათგან ამას ვერ ხვდება.
7:131 -
وَقَالُوا مَهْمَا تَأْتِنَا بِهِ مِنْ آيَةٍ لِتَسْحَرَنَا بِهَا فَمَا نَحْنُ لَكَ بِمُؤْمِنِينَ
და უთხრეს: რამდენი სასწაულიც არ უნდა მოგვიტანო ჩვენ, რათა მოგვაჯადოვო ამით, მაინც არ დაგიჯერებთ შენ.
7:132 -
فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمُ الطُّوفَانَ وَالْجَرَادَ وَالْقُمَّلَ وَالضَّفَادِعَ وَالدَّمَ آيَاتٍ مُفَصَّلَاتٍ فَاسْتَكْبَرُوا وَكَانُوا قَوْمًا مُجْرِمِينَ
მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ ლეშტერი და კალიები, მკბენარი მწერები და ბაყაყები და სისხლი ცხად სასწაულებად. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამედიდურდნენ და ცოდვილ ხალხად იქცნენ ეგენი.
7:133 -
وَلَمَّا وَقَعَ عَلَيْهِمُ الرِّجْزُ قَالُوا يَا مُوسَى ادْعُ لَنَا رَبَّكَ بِمَا عَهِدَ عِنْدَكَ ۖ لَئِنْ كَشَفْتَ عَنَّا الرِّجْزَ لَنُؤْمِنَنَّ لَكَ وَلَنُرْسِلَنَّ مَعَكَ بَنِي إِسْرَائِيلَ
და როცა დაატყდათ მათ სასჯელი, უთხრეს: ჰეი, მუსა! შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რაც აღგითქვა შენ. და სასჯელს თუ მოგვაშორებ, უთუოდ, ჩვენ გიწამებთ შენ და უსათუოდ ისრაილის შვილთ წარმოვგზავნით შენთან ერთად.
7:134 -
فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُمُ الرِّجْزَ إِلَىٰ أَجَلٍ هُمْ بَالِغُوهُ إِذَا هُمْ يَنْكُثُونَ
მაგრამ, როდესაც დათქმულ დრომდე სასჯელი მოვაცილეთ, მაშინ სიტყვას ტეხდნენ ეგენი.
7:135 -
فَانْتَقَمْنَا مِنْهُمْ فَأَغْرَقْنَاهُمْ فِي الْيَمِّ بِأَنَّهُمْ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَكَانُوا عَنْهَا غَافِلِينَ
უკვე დავსაჯეთ და ზღვაში დავახრჩვეთ ისინი იმისთვის, რადგანაც ჩვენს აიათებს ცრუდ რაცხავდნენ და იყვნენ მისადმი უსულგულო.
7:136 -
وَأَوْرَثْنَا الْقَوْمَ الَّذِينَ كَانُوا يُسْتَضْعَفُونَ مَشَارِقَ الْأَرْضِ وَمَغَارِبَهَا الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا ۖ وَتَمَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ الْحُسْنَىٰ عَلَىٰ بَنِي إِسْرَائِيلَ بِمَا صَبَرُوا ۖ وَدَمَّرْنَا مَا كَانَ يَصْنَعُ فِرْعَوْنُ وَقَوْمُهُ وَمَا كَانُوا يَعْرِشُونَ
და დავუმკვიდრეთ იმ ხალხს, რომელნიც ითვლებოდნენ უძლურად, ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი, დავლოცეთ რომელიც. „და აღსრულდა უსათნოესი სიტყვები“ შენი ღმერთისა ისრაილის შვილებისადმი იმის გამო, რომ მოითმინეს მათ. და გავანადგურეთ ის, რასაც აკეთებდა ფარაონი და ხალხი მისი და აშენებდნენ რასაც.
7:137
თარგმანი: რეზო მიქელაძე