მუსხაფი, გვერდი 165
-
قَالُوا آمَنَّا بِرَبِّ الْعَالَمِينَ
თქვეს: ჩვენ ვიწამეთ ღმერთი სამყაროთა,
7:121 -
رَبِّ مُوسَىٰ وَهَارُونَ
ღმერთი მუსასი და ჰარუნისა!
7:122 -
قَالَ فِرْعَوْنُ آمَنْتُمْ بِهِ قَبْلَ أَنْ آذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّ هَٰذَا لَمَكْرٌ مَكَرْتُمُوهُ فِي الْمَدِينَةِ لِتُخْرِجُوا مِنْهَا أَهْلَهَا ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ
ფარაონმა უთხრა: თქვენ იწამეთ იგი, ვიდრე ნებას დაგრთავდი მე? უეჭველად, ესაა ნამდვილი მახე, რომელიც დააგეთ თქვენ ამ ქალაქში, რათა გაიყვანოთ აქედან მისი მკვიდრნი. მაშ, შეიტყობთ თქვენ მალე!
7:123 -
لَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُمْ مِنْ خِلَافٍ ثُمَّ لَأُصَلِّبَنَّكُمْ أَجْمَعِينَ
უეჭველად, ხელებსა და ფეხებს გარდიგარდმო მოგაჭრი თქვენ, მერე უთუოდ, ყველას ჩამოგკიდებ!
7:124 -
قَالُوا إِنَّا إِلَىٰ رَبِّنَا مُنْقَلِبُونَ
მიუგეს: უეჭველად, ჩვენ მივიქცევით ჩვენსავ ღმერთთან.
7:125 -
وَمَا تَنْقِمُ مِنَّا إِلَّا أَنْ آمَنَّا بِآيَاتِ رَبِّنَا لَمَّا جَاءَتْنَا ۚ رَبَّنَا أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًا وَتَوَفَّنَا مُسْلِمِينَ
და ჩვენდამი შენი გაწყრომა სხვა მეტი არაფერია თუ არა, რომ ვიწამეთ აიათები ჩვენი ღმერთისა, როცა გვებოძა ჩვენ. ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე ჩვენდა მოთმინება და მუსლიმებად მიგვიბარე ჩვენ!
7:126 -
وَقَالَ الْمَلَأُ مِنْ قَوْمِ فِرْعَوْنَ أَتَذَرُ مُوسَىٰ وَقَوْمَهُ لِيُفْسِدُوا فِي الْأَرْضِ وَيَذَرَكَ وَآلِهَتَكَ ۚ قَالَ سَنُقَتِّلُ أَبْنَاءَهُمْ وَنَسْتَحْيِي نِسَاءَهُمْ وَإِنَّا فَوْقَهُمْ قَاهِرُونَ
და უთხრეს ფარაონის ხალხიდან წინაკაცებმა: ნუთუ დაანებებ მუსას და მის ხალხს, რომ ბოროტება ჰქმნან დედამიწაზე და მიგატოვონ შენ და შენი ღმერთები? მიუგო: ჩვენ მოვუკლავთ მათ ძეებს და ასულებს ცოცხლებს დავუტოვებთ. და ჩვენ, უეჭველად, მძლეველნი ვართ მათი!
7:127 -
قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ اسْتَعِينُوا بِاللَّهِ وَاصْبِرُوا ۖ إِنَّ الْأَرْضَ لِلَّهِ يُورِثُهَا مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۖ وَالْعَاقِبَةُ لِلْمُتَّقِينَ
უთხრა მუსამ თავის ხალხს: შეწევნა შესთხოვეთ ალლაჰს და მოითმინეთ. უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის დედამიწა. და სამემკვიდრეოდ უბოძებს, ინებებს ვისაც თავის მსახურთაგან. და ბოლო ღვთისმოშიშებისთვისაა!
7:128 -
قَالُوا أُوذِينَا مِنْ قَبْلِ أَنْ تَأْتِيَنَا وَمِنْ بَعْدِ مَا جِئْتَنَا ۚ قَالَ عَسَىٰ رَبُّكُمْ أَنْ يُهْلِكَ عَدُوَّكُمْ وَيَسْتَخْلِفَكُمْ فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرَ كَيْفَ تَعْمَلُونَ
მიუგეს: ჩვენ დავიჩაგრეთ ადრეც, სანამ შენ ჩვენთან მოხვიდოდი და შენი მოსვლის მერეც. უთხრა: დაე, თქვენმა უფალმა მოაშთოს თქვენი მტერი და გქმნათ მემკვიდრედ ამ ქვეყანაზე, და მერე შეხედოს, როგორ მოიქცევით თქვენ!
7:129 -
وَلَقَدْ أَخَذْنَا آلَ فِرْعَوْنَ بِالسِّنِينَ وَنَقْصٍ مِنَ الثَّمَرَاتِ لَعَلَّهُمْ يَذَّكَّرُونَ
უეჭველად, ჩვენ დავატეხეთ თავს მოუსავლიანობა ფარაონის სახლეულს წლების მანძილზე, ეგებ გონს მოგებოდნენ ეგენი!
7:130
თარგმანი: რეზო მიქელაძე