მუსხაფი, გვერდი 160
-
وَاذْكُرُوا إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَاءَ مِنْ بَعْدِ عَادٍ وَبَوَّأَكُمْ فِي الْأَرْضِ تَتَّخِذُونَ مِنْ سُهُولِهَا قُصُورًا وَتَنْحِتُونَ الْجِبَالَ بُيُوتًا ۖ فَاذْكُرُوا آلَاءَ اللَّهِ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
და გაიხსენეთ, როცა თქვენ დაგადგინათ შემცვლელებად ადის ხალხის შემდეგ და დაგაბინავათ დედამიწაზე, რომლის ველებზეც სასახლეებს აგებდით და რომლის მთებზეც სახლებს კვეთდით. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი და არა ჰქმნათ ქვეყნად ბოროტება ავკაცობით!
7:74 -
قَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا مِنْ قَوْمِهِ لِلَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِمَنْ آمَنَ مِنْهُمْ أَتَعْلَمُونَ أَنَّ صَالِحًا مُرْسَلٌ مِنْ رَبِّهِ ۚ قَالُوا إِنَّا بِمَا أُرْسِلَ بِهِ مُؤْمِنُونَ
ჰკითხეს მათ თავკაცებმა, რომელნიც ქედმაღლობდნენ მისი ხალხისგან, რომელთაც თვლიდნენ უძლურებად, და ვინც იწამა მათ შორის: განა ნამდვილად იცით თქვენ, რომ სალიჰი თავისი ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი? მიუგეს: უეჭველად, ჩვენ ვიწამეთ იგი, რაც მოევლინა მას.
7:75 -
قَالَ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا إِنَّا بِالَّذِي آمَنْتُمْ بِهِ كَافِرُونَ
რომელნიც ქედმაღლობდნენ, თქვეს: უეჭველად, უარმყოფელნი ვართ იმისა, რაც იწამეთ თქვენ.
7:76 -
فَعَقَرُوا النَّاقَةَ وَعَتَوْا عَنْ أَمْرِ رَبِّهِمْ وَقَالُوا يَا صَالِحُ ائْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الْمُرْسَلِينَ
შემდეგ დაკლეს დედალი აქლემი და გადასცდნენ თავიანთი ღმერთის ბრძანებას, და უთხრეს: ჰეი, სალიჰ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ შუამავალთაგანი შენ!
7:77 -
فَأَخَذَتْهُمُ الرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا فِي دَارِهِمْ جَاثِمِينَ
მაშინ შეიპყრო ისინი ძლიერმა მიწისძვრამ და იქმნენ თავიანთ სახლებში დაჩოქილი მუხლებზე.
7:78 -
فَتَوَلَّىٰ عَنْهُمْ وَقَالَ يَا قَوْمِ لَقَدْ أَبْلَغْتُكُمْ رِسَالَةَ رَبِّي وَنَصَحْتُ لَكُمْ وَلَٰكِنْ لَا تُحِبُّونَ النَّاصِحِينَ
მაშინ გატრიალდა მათგან და უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე გადმოგეცი თქვენ ჩემი ღმერთის უწყება! და თქვენ რჩევა მოგეცი, მაგრამ თქვენ არ გიყვართ კეთილისმრჩეველნი.
7:79 -
وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ أَتَأْتُونَ الْفَاحِشَةَ مَا سَبَقَكُمْ بِهَا مِنْ أَحَدٍ مِنَ الْعَالَمِينَ
და ლუტი, აკი, უთხრა თავის ხალხს: განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ სისაძაგლეს თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?
7:80 -
إِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الرِّجَالَ شَهْوَةً مِنْ دُونِ النِّسَاءِ ۚ بَلْ أَنْتُمْ قَوْمٌ مُسْرِفُونَ
უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ!
7:81
თარგმანი: რეზო მიქელაძე