მუსხაფი, გვერდი 159

  1. أُبَلِّغُكُمْ رِسَالَاتِ رَبِّي وَأَنَا لَكُمْ نَاصِحٌ أَمِينٌ

    მე თქვენ გაუწყებთ გარდმოვლენილ მოწმობანს ჩემი ღმერთის; და სანდო მრჩეველი ვარ თქვენთვის.

    7:68
  2. أَوَعَجِبْتُمْ أَنْ جَاءَكُمْ ذِكْرٌ مِنْ رَبِّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍ مِنْكُمْ لِيُنْذِرَكُمْ ۚ وَاذْكُرُوا إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَاءَ مِنْ بَعْدِ قَوْمِ نُوحٍ وَزَادَكُمْ فِي الْخَلْقِ بَسْطَةً ۖ فَاذْكُرُوا آلَاءَ اللَّهِ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის უწყება ერთ კაცს ებოძა თქვენგან, რათა შეგაგონოთ თქვენ? და გაიხსენეთ როცა მან დაგადგინათ შემცვლელებად ნუჰის ხალხის შემდგომ და გქმნათ თქვენ ახოვანი და ტანადი. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი, ეგების გადარჩენილი იქნეთ თქვენ!

    7:69
  3. قَالُوا أَجِئْتَنَا لِنَعْبُدَ اللَّهَ وَحْدَهُ وَنَذَرَ مَا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُنَا ۖ فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და თავი ვანებოთ იმას, რასაც თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!

    7:70
  4. قَالَ قَدْ وَقَعَ عَلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ رِجْسٌ وَغَضَبٌ ۖ أَتُجَادِلُونَنِي فِي أَسْمَاءٍ سَمَّيْتُمُوهَا أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ مَا نَزَّلَ اللَّهُ بِهَا مِنْ سُلْطَانٍ ۚ فَانْتَظِرُوا إِنِّي مَعَكُمْ مِنَ الْمُنْتَظِرِينَ

    მიუგო: თქვენ უკვე თავს დაგატყდათ სასჯელი და რისხვა თქვენი ღმერთისგან. ნუთუ იმ სახელების გამო მეჭიდილებით, რომელიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა; ხოლო ალლაჰს არავითარი მტკიცება არ მოუვლენია ამაზე. მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!

    7:71
  5. فَأَنْجَيْنَاهُ وَالَّذِينَ مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِنَّا وَقَطَعْنَا دَابِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۖ وَمَا كَانُوا مُؤْمِنِينَ

    შემდეგ ჩვენი წყალობით, გადავარჩინეთ იგი და რომელნიც იყვნენ მასთან ერთად. ხოლო რომელთაც სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი აიათები, და არ იყვნენ მორწმუნენი, ამოვძირკვეთ ძირფესვიანად ეგენი.

    7:72
  6. وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَالِحًا ۗ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ قَدْ جَاءَتْكُمْ بَيِّنَةٌ مِنْ رَبِّكُمْ ۖ هَٰذِهِ نَاقَةُ اللَّهِ لَكُمْ آيَةً ۖ فَذَرُوهَا تَأْكُلْ فِي أَرْضِ اللَّهِ ۖ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوءٍ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    და სემუდელებთან მათი ძმა სალიჰი. უთხრა: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან. ხოლო ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად, თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობთ თქვენ!

    7:73

თარგმანი: რეზო მიქელაძე