მუსხაფი, გვერდი 118
-
وَإِذَا نَادَيْتُمْ إِلَى الصَّلَاةِ اتَّخَذُوهَا هُزُوًا وَلَعِبًا ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَا يَعْقِلُونَ
და როცა ლოცვისკენ მოუწოდებთ თქვენ, ეგენი ამას გასცინიან და ამასხარავებენ. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ.
5:58 -
قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ هَلْ تَنْقِمُونَ مِنَّا إِلَّا أَنْ آمَنَّا بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْنَا وَمَا أُنْزِلَ مِنْ قَبْلُ وَأَنَّ أَكْثَرَكُمْ فَاسِقُونَ
უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! ნუთუ მხოლოდ იმიტომ გძულვართ, რომ ალლაჰი ვიწამეთ და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ, და ის, რაც ზემოვლენილა უწინ. უეჭველად, თქვენგან უმეტესი ჭეშმარიტებას ამცდარია.
5:59 -
قُلْ هَلْ أُنَبِّئُكُمْ بِشَرٍّ مِنْ ذَٰلِكَ مَثُوبَةً عِنْدَ اللَّهِ ۚ مَنْ لَعَنَهُ اللَّهُ وَغَضِبَ عَلَيْهِ وَجَعَلَ مِنْهُمُ الْقِرَدَةَ وَالْخَنَازِيرَ وَعَبَدَ الطَّاغُوتَ ۚ أُولَٰئِكَ شَرٌّ مَكَانًا وَأَضَلُّ عَنْ سَوَاءِ السَّبِيلِ
უთხარი შენ: გინდა გამცნოთ ამაზე უარესი სასჯელი ალლაჰისგან? ვინც დაწყევლა ალლაჰმა და რისხვა აწვნია მისდა და აქცია ღორებად და მაიმუნებად, და ვინც ტაღუთს ემსახურებოდა, ყველაზე უარესი ადგილის მფლობელნი არიან და ყველაზე უფრო ამცდარნი არიან სწორ გზას!
5:60 -
وَإِذَا جَاءُوكُمْ قَالُوا آمَنَّا وَقَدْ دَخَلُوا بِالْكُفْرِ وَهُمْ قَدْ خَرَجُوا بِهِ ۚ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا كَانُوا يَكْتُمُونَ
და როცა ისინი თქვენთან მოვიდნენ, თქვეს: ვირწმუნეთ ჩვენ. მაგრამ ისინი ურწმუნოებით შემოვიდნენ და ნამდვილად გავიდნენ იმით. ხოლო ალლაჰი უკეთ უწყის, რასაც მალავენ ისინი.
5:61 -
وَتَرَىٰ كَثِيرًا مِنْهُمْ يُسَارِعُونَ فِي الْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ وَأَكْلِهِمُ السُّحْتَ ۚ لَبِئْسَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
მაშ დაინახავ შენ მათგან უმეტესს, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ცოდვასა და მტრობაში და აკრძალულის ჭამაში. რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ეგენი!
5:62 -
لَوْلَا يَنْهَاهُمُ الرَّبَّانِيُّونَ وَالْأَحْبَارُ عَنْ قَوْلِهِمُ الْإِثْمَ وَأَكْلِهِمُ السُّحْتَ ۚ لَبِئْسَ مَا كَانُوا يَصْنَعُونَ
რატომ არ უკრძალავენ მათ რაბბანები და სწავლულნი ავსიტყვაობას, და აკრძალულის ჭამას? რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ეგენი.
5:63 -
وَقَالَتِ الْيَهُودُ يَدُ اللَّهِ مَغْلُولَةٌ ۚ غُلَّتْ أَيْدِيهِمْ وَلُعِنُوا بِمَا قَالُوا ۘ بَلْ يَدَاهُ مَبْسُوطَتَانِ يُنْفِقُ كَيْفَ يَشَاءُ ۚ وَلَيَزِيدَنَّ كَثِيرًا مِنْهُمْ مَا أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ طُغْيَانًا وَكُفْرًا ۚ وَأَلْقَيْنَا بَيْنَهُمُ الْعَدَاوَةَ وَالْبَغْضَاءَ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ ۚ كُلَّمَا أَوْقَدُوا نَارًا لِلْحَرْبِ أَطْفَأَهَا اللَّهُ ۚ وَيَسْعَوْنَ فِي الْأَرْضِ فَسَادًا ۚ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ الْمُفْسِدِينَ
და თქვეს იუდეველებმა: „შეკრული აქვს ალლაჰს ხელი.“ მათაც შეეკრათ ხელები და წყეულიც არიან იმისათვის, რაცა თქვეს. პირიქით, გაშლილია ორივე ხელი მისი, გასცემს იგი, ინებებს როგორც. და ბევრ მათგანს დიახაც გაუზრდის ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც შენ ზემოგევლინა შენი ღმერთისგან. ხოლო ჩვენ მტრობა და სიძულვილი ჩავაგდეთ მათ შორის წარღვნის დღემდე, და ყოველთვის როცა ომისთვის ცეცხლს აანთებენ ეგენი, ჩააქრობს ალლაჰი. და არეულობას ესწრაფვიან დედამიწააზე, ხოლო არ უყვარს ალლაჰს არეულობის მთესველნი!
5:64
თარგმანი: რეზო მიქელაძე