მუსხაფი, გვერდი 117

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا الْيَهُودَ وَالنَّصَارَىٰ أَوْلِيَاءَ ۘ بَعْضُهُمْ أَوْلِيَاءُ بَعْضٍ ۚ وَمَنْ يَتَوَلَّهُمْ مِنْكُمْ فَإِنَّهُ مِنْهُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!

    5:51
  2. فَتَرَى الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ يُسَارِعُونَ فِيهِمْ يَقُولُونَ نَخْشَىٰ أَنْ تُصِيبَنَا دَائِرَةٌ ۚ فَعَسَى اللَّهُ أَنْ يَأْتِيَ بِالْفَتْحِ أَوْ أَمْرٍ مِنْ عِنْدِهِ فَيُصْبِحُوا عَلَىٰ مَا أَسَرُّوا فِي أَنْفُسِهِمْ نَادِمِينَ

    მაშ, დაინახავ შენ, რომელთაც სენი უზით გულებში მათკენ მიისწრაფვიან თავის მართლებით: გვეშინია, ბედუკუღმართობა არ გვეწვიოს. ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა ან რაიმე გადაწყვეტილება თავისი, და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული!

    5:52
  3. وَيَقُولُ الَّذِينَ آمَنُوا أَهَٰؤُلَاءِ الَّذِينَ أَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ ۙ إِنَّهُمْ لَمَعَكُمْ ۚ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فَأَصْبَحُوا خَاسِرِينَ

    და რომელთაც ირწმუნეს, ამბობენ: განა ეგენი არ არიან, რომელნიც ალლაჰზე იფიცებდნენ მოწიწებით, რომ ისინი, უეჭველად, თქვენთან იქნებოდნენ? ფუჭი იქმნა საქმენი მათნი და წაგებულ იქმნენ ისინი.

    5:53
  4. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا مَنْ يَرْتَدَّ مِنْكُمْ عَنْ دِينِهِ فَسَوْفَ يَأْتِي اللَّهُ بِقَوْمٍ يُحِبُّهُمْ وَيُحِبُّونَهُ أَذِلَّةٍ عَلَى الْمُؤْمِنِينَ أَعِزَّةٍ عَلَى الْكَافِرِينَ يُجَاهِدُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَلَا يَخَافُونَ لَوْمَةَ لَائِمٍ ۚ ذَٰلِكَ فَضْلُ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ განუდგეს თქვენგან ვინმე თავის რწმენას, ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე, იბრძოლებენ ისინი ალლაჰის გზაზე და არ შეუშინდებიან გაკიცხვას გამკიცხველისას. ესაა მადლი ალლაჰისა, უბოძებს, ინებებს ვისაც, და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.

    5:54
  5. إِنَّمَا وَلِيُّكُمُ اللَّهُ وَرَسُولُهُ وَالَّذِينَ آمَنُوا الَّذِينَ يُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَيُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَهُمْ رَاكِعُونَ

    თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი და მისი შუამავალია, და მორწმუნენი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან;

    5:55
  6. وَمَنْ يَتَوَلَّ اللَّهَ وَرَسُولَهُ وَالَّذِينَ آمَنُوا فَإِنَّ حِزْبَ اللَّهِ هُمُ الْغَالِبُونَ

    და ვინც ალლაჰს და მის შუამავალს ირჩევს მეგობრად და რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ალლაჰის მიმდევარნი გამარჯვებულნი არიან.

    5:56
  7. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا الَّذِينَ اتَّخَذُوا دِينَكُمْ هُزُوًا وَلَعِبًا مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ مِنْ قَبْلِكُمْ وَالْكُفَّارَ أَوْلِيَاءَ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მეგობრად არ აირჩიოთ, რომელთაც თქვენი რწმენა მასხრად და აბუჩად აუგდიათ, იმათგან, ვისაც თქვენ უწინ მიეცა წიგნი, და არცა ურწმუნონი, და გეშინოდეთ ალლაჰისა, თუ ხართ მორწმუნენი თქვენ!

    5:57

თარგმანი: რეზო მიქელაძე