მუსხაფი, გვერდი 110
-
وَمِنَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّا نَصَارَىٰ أَخَذْنَا مِيثَاقَهُمْ فَنَسُوا حَظًّا مِمَّا ذُكِّرُوا بِهِ فَأَغْرَيْنَا بَيْنَهُمُ الْعَدَاوَةَ وَالْبَغْضَاءَ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ ۚ وَسَوْفَ يُنَبِّئُهُمُ اللَّهُ بِمَا كَانُوا يَصْنَعُونَ
და მათგან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ჩვენ ქრისტიანები ვართ, აღთქმა ავიღეთ მათგან. მაგრამ მათ დაავიწყდათ ნაწილი იმისა, რაც დაეწესათ. ამის გამო ჩვენ გავუღვივეთ ურთიერთ მტრობა და სიძულვილი წარღვნის დღემდე. და სულ მალე აცნობებს ალლაჰი მათ, რასაც სჩადიოდნენ.
5:14 -
يَا أَهْلَ الْكِتَابِ قَدْ جَاءَكُمْ رَسُولُنَا يُبَيِّنُ لَكُمْ كَثِيرًا مِمَّا كُنْتُمْ تُخْفُونَ مِنَ الْكِتَابِ وَيَعْفُو عَنْ كَثِيرٍ ۚ قَدْ جَاءَكُمْ مِنَ اللَّهِ نُورٌ وَكِتَابٌ مُبِينٌ
ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! უეჭველად, ჩვენი შუამავალი მოვიდა თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის ბევრს, რასაც ღვთიური წიგნიდან მალავდით თქვენ და ბევრი რამეც უთქმელი დატოვა. უეჭველად, თქვენ მოგივიდათ ალლაჰისგან ნათელი და ცხადი წიგნი.
5:15 -
يَهْدِي بِهِ اللَّهُ مَنِ اتَّبَعَ رِضْوَانَهُ سُبُلَ السَّلَامِ وَيُخْرِجُهُمْ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ بِإِذْنِهِ وَيَهْدِيهِمْ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
დაადგენს მისით ალლაჰი მშვიდობის გზებს, ვინცა მიჰყვება ნებასა მისსა. და გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში ნებითა მისა და მათვე დაადგენს გზასა ჭეშმარიტსა.
5:16 -
لَقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ هُوَ الْمَسِيحُ ابْنُ مَرْيَمَ ۚ قُلْ فَمَنْ يَمْلِكُ مِنَ اللَّهِ شَيْئًا إِنْ أَرَادَ أَنْ يُهْلِكَ الْمَسِيحَ ابْنَ مَرْيَمَ وَأُمَّهُ وَمَنْ فِي الْأَرْضِ جَمِيعًا ۗ وَلِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۚ يَخْلُقُ مَا يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ვფიცავ! რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი იგია მესიჰი, შვილი მარიამისა, ურჯულო არიან. უთხარი შენ: ვის ძალუძს ალლაჰის დაბრკოლება, თუ ინება მან, რომ გაანადგუროს მესიჰი, შვილი მარიამისა, და მისი დედა, და ყველა, ვინც დედამიწაზეა? ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. გააჩენს, ინებებს რასაც, და ძალუძს ალლაჰს ყველაფერი!
5:17
თარგმანი: რეზო მიქელაძე