მუსხაფი, გვერდი 109

  1. وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَحِيمِ

    და რომელთაც უარყვეს და ჩვენი აიათები ცრუდ შერაცხეს, აალებული ცეცხლის მკვიდრნი არიან ეგენი.

    5:10
  2. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ هَمَّ قَوْمٌ أَنْ يَبْسُطُوا إِلَيْكُمْ أَيْدِيَهُمْ فَكَفَّ أَيْدِيَهُمْ عَنْكُمْ ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, როცა ხელის აღმართვა განიზრახა ხალხმა თქვენზე, და ხელნი მათი მოგაცილა თქვენ. და გეშინოდეთ ალლაჰის, და მხოლოდ ალლაჰის იმედად იყვნენ მორწმუნენი!

    5:11
  3. وَلَقَدْ أَخَذَ اللَّهُ مِيثَاقَ بَنِي إِسْرَائِيلَ وَبَعَثْنَا مِنْهُمُ اثْنَيْ عَشَرَ نَقِيبًا ۖ وَقَالَ اللَّهُ إِنِّي مَعَكُمْ ۖ لَئِنْ أَقَمْتُمُ الصَّلَاةَ وَآتَيْتُمُ الزَّكَاةَ وَآمَنْتُمْ بِرُسُلِي وَعَزَّرْتُمُوهُمْ وَأَقْرَضْتُمُ اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا لَأُكَفِّرَنَّ عَنْكُمْ سَيِّئَاتِكُمْ وَلَأُدْخِلَنَّكُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۚ فَمَنْ كَفَرَ بَعْدَ ذَٰلِكَ مِنْكُمْ فَقَدْ ضَلَّ سَوَاءَ السَّبِيلِ

    და უეჭველად, აღთქმა აიღო ალლაჰმა ისრაილის შვილთაგან. ჩვენ მოვუვლინეთ მათი წიაღიდან თორმეტი ტომის მეთაური და უთხრა ალლაჰმა: „უეჭველად, მე თქვენთან ვარ, თუ ლოცვას აღავლენთ, ზექათს გაიღებთ, ირწმუნებთ ჩემს შუამავლებს და შეეწევით მათ, ალლაჰს ასესხებთ კარგ სესხს, მე უთუოდ, დავფარავ თქვენს ცოდვებს და უთუოდ, შეგიყვანთ სამოთხეებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. და ვინც ამის მერე თქვენგან უარყოფს, უთუოდ, სწორ გზას ამცდარია იგი.“

    5:12
  4. فَبِمَا نَقْضِهِمْ مِيثَاقَهُمْ لَعَنَّاهُمْ وَجَعَلْنَا قُلُوبَهُمْ قَاسِيَةً ۖ يُحَرِّفُونَ الْكَلِمَ عَنْ مَوَاضِعِهِ ۙ وَنَسُوا حَظًّا مِمَّا ذُكِّرُوا بِهِ ۚ وَلَا تَزَالُ تَطَّلِعُ عَلَىٰ خَائِنَةٍ مِنْهُمْ إِلَّا قَلِيلًا مِنْهُمْ ۖ فَاعْفُ عَنْهُمْ وَاصْفَحْ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ

    და იმისათვის, რომ აღთქმა გატეხეს, დავწყევლეთ ჩვენ და გულები გავუსასტიკეთ, სიტყვას უმრუდებენ ადგილებს, და დაავიწყდათ ნაწილი იმისა, რაც დაეწესათ. და გამოკლებით მცირედისა, შენ გამუდმებით ღალატს იხილავ მაგათგან, „მაგრამ აპატიე და მოითმინე“, უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!

    5:13

თარგმანი: რეზო მიქელაძე