მუსხაფი, გვერდი 102
-
لَا يُحِبُّ اللَّهُ الْجَهْرَ بِالسُّوءِ مِنَ الْقَوْلِ إِلَّا مَنْ ظُلِمَ ۚ وَكَانَ اللَّهُ سَمِيعًا عَلِيمًا
ალლაჰს არ მოსწონს ავი სიტყვის განცხადება, გარდა იმათი, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა. და ალლაჰი ხომ ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
4:148 -
إِنْ تُبْدُوا خَيْرًا أَوْ تُخْفُوهُ أَوْ تَعْفُوا عَنْ سُوءٍ فَإِنَّ اللَّهَ كَانَ عَفُوًّا قَدِيرًا
ცხადად იქმთ სიკეთეს თუ ფარულად, ან თუ მიუტევებთ სიავეს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემნდობია, ყოვლისშემძლეა!
4:149 -
إِنَّ الَّذِينَ يَكْفُرُونَ بِاللَّهِ وَرُسُلِهِ وَيُرِيدُونَ أَنْ يُفَرِّقُوا بَيْنَ اللَّهِ وَرُسُلِهِ وَيَقُولُونَ نُؤْمِنُ بِبَعْضٍ وَنَكْفُرُ بِبَعْضٍ وَيُرِيدُونَ أَنْ يَتَّخِذُوا بَيْنَ ذَٰلِكَ سَبِيلًا
უეჭველად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და სურთ განაცალკევონ ალლაჰი და მისი შუამავალნი, და ამბობენ: ჩვენ გვწამს ზოგი და ზოგს უარვყოფთ. და სურთ ამათ შორის გაიდონ გზა,
4:150 -
أُولَٰئِكَ هُمُ الْكَافِرُونَ حَقًّا ۚ وَأَعْتَدْنَا لِلْكَافِرِينَ عَذَابًا مُهِينًا
სწორედ ეგენი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და ურწმუნოთათვის ჩვენ მზად ვყავით სასჯელი დამამცირებელი!
4:151 -
وَالَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَرُسُلِهِ وَلَمْ يُفَرِّقُوا بَيْنَ أَحَدٍ مِنْهُمْ أُولَٰئِكَ سَوْفَ يُؤْتِيهِمْ أُجُورَهُمْ ۗ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا
და რომელთაც, ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალნი მისი და არ გამოარჩევენ მათ შორის არც ერთს, მათ შემდგომში უბოძებს თავიანთ საზღაურს, და ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
4:152 -
يَسْأَلُكَ أَهْلُ الْكِتَابِ أَنْ تُنَزِّلَ عَلَيْهِمْ كِتَابًا مِنَ السَّمَاءِ ۚ فَقَدْ سَأَلُوا مُوسَىٰ أَكْبَرَ مِنْ ذَٰلِكَ فَقَالُوا أَرِنَا اللَّهَ جَهْرَةً فَأَخَذَتْهُمُ الصَّاعِقَةُ بِظُلْمِهِمْ ۚ ثُمَّ اتَّخَذُوا الْعِجْلَ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَتْهُمُ الْبَيِّنَاتُ فَعَفَوْنَا عَنْ ذَٰلِكَ ۚ وَآتَيْنَا مُوسَىٰ سُلْطَانًا مُبِينًا
შენგან სურთ წიგნის ხალხს, ზემოავლინო მათთთვის ზეციდან წიგნი, და ადრე ამაზე მეტი ითხოვეს მუსადან, უთხრეს: ცხადად გვახილვინე ალლაჰი ჩვენ! ამიტომაც ელვა ეკვეთათ თავიანთი უსამართლობისთვის. მერე ხბო გაიხადეს კერპად, მას შემდეგ, რაც ცხადი აიათები ებოძათ. და ჩვენ მივუტევეთ მათ ეს და ვუბოძეთ მუსას აშკარა მეუფება.
4:153 -
وَرَفَعْنَا فَوْقَهُمُ الطُّورَ بِمِيثَاقِهِمْ وَقُلْنَا لَهُمُ ادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا وَقُلْنَا لَهُمْ لَا تَعْدُوا فِي السَّبْتِ وَأَخَذْنَا مِنْهُمْ مِيثَاقًا غَلِيظًا
და აღვმართეთ მათ ზემოთ მთა თანახმად აღთქმისა და ვუთხარით მათ: „შემოდით კარიბჭეში სეჯდეს აღმსრულენი!“ და ვუბრძანეთ: „არ დაარღვიოთ შაბათი!“ და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა.
4:154
თარგმანი: რეზო მიქელაძე