მუსხაფი, გვერდი 101
-
الَّذِينَ يَتَرَبَّصُونَ بِكُمْ فَإِنْ كَانَ لَكُمْ فَتْحٌ مِنَ اللَّهِ قَالُوا أَلَمْ نَكُنْ مَعَكُمْ وَإِنْ كَانَ لِلْكَافِرِينَ نَصِيبٌ قَالُوا أَلَمْ نَسْتَحْوِذْ عَلَيْكُمْ وَنَمْنَعْكُمْ مِنَ الْمُؤْمِنِينَ ۚ فَاللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ وَلَنْ يَجْعَلَ اللَّهُ لِلْكَافِرِينَ عَلَى الْمُؤْمِنِينَ سَبِيلًا
რომელნიც თქვენ გელოდებიან, თუკი ალლაჰისგან გამარჯვება გექნათ თქვენ, იტყვიან: განა ჩვენ თქვენს გვერდით არ ვიყავით? და თუ გამარჯვება ერგოთ ურწმუნოებს, იტყვიან: „განა ჩვენ არ ვიყავით გადაფარებული თქვენზე და ჩვენ არ დაგიცავით მორწმუნეთაგან?“ მაგრამ განსჯის ალლაჰი თქვენს შორის აღდგომის დღეს. და ალლაჰი გზას არ გაუმართავს ურწმუნოებს მორწმუნეთა წინააღმდეგ.
4:141 -
إِنَّ الْمُنَافِقِينَ يُخَادِعُونَ اللَّهَ وَهُوَ خَادِعُهُمْ وَإِذَا قَامُوا إِلَى الصَّلَاةِ قَامُوا كُسَالَىٰ يُرَاءُونَ النَّاسَ وَلَا يَذْكُرُونَ اللَّهَ إِلَّا قَلِيلًا
უეჭველად, ის სურთ თვალთმაქცებს, რომ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ. და როცა ლოცვად დგებიან, მცონარობით დგებიან, საჩვენებლად ხალხისა და არ ახსენებენ ალლაჰს, მცირედის გამოკლებით.
4:142 -
مُذَبْذَبِينَ بَيْنَ ذَٰلِكَ لَا إِلَىٰ هَٰؤُلَاءِ وَلَا إِلَىٰ هَٰؤُلَاءِ ۚ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَلَنْ تَجِدَ لَهُ سَبِيلًا
მერყევნი ამათ შორის არც ამათკენ არიან და არც იმათკენ. და ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, იმას გზა ვერ მოუნახო შენ!
4:143 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا الْكَافِرِينَ أَوْلِيَاءَ مِنْ دُونِ الْمُؤْمِنِينَ ۚ أَتُرِيدُونَ أَنْ تَجْعَلُوا لِلَّهِ عَلَيْكُمْ سُلْطَانًا مُبِينًا
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!
4:144 -
إِنَّ الْمُنَافِقِينَ فِي الدَّرْكِ الْأَسْفَلِ مِنَ النَّارِ وَلَنْ تَجِدَ لَهُمْ نَصِيرًا
უეჭველად, თვალთმაქცები ცეცხლის უფსკრულში იქნებიან და ვერ მოუნახო შენ მათ შემწე,
4:145 -
إِلَّا الَّذِينَ تَابُوا وَأَصْلَحُوا وَاعْتَصَمُوا بِاللَّهِ وَأَخْلَصُوا دِينَهُمْ لِلَّهِ فَأُولَٰئِكَ مَعَ الْمُؤْمِنِينَ ۖ وَسَوْفَ يُؤْتِ اللَّهُ الْمُؤْمِنِينَ أَجْرًا عَظِيمًا
გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოასწორეს თავიანთი სული, მიეჯაჭვნენ ალლაჰს, და გამოასწორეს რწმენა ალლაჰისადმი! აი, ეგენი არიან მორწმუნეებთან ერთად. ხოლო სულ მალე ალლაჰი მიუძღვნის მორწმუნეებს უდიდეს ჯილდოს!
4:146 -
مَا يَفْعَلُ اللَّهُ بِعَذَابِكُمْ إِنْ شَكَرْتُمْ وَآمَنْتُمْ ۚ وَكَانَ اللَّهُ شَاكِرًا عَلِيمًا
არ იქმს ალლაჰი დაგსაჯოთ თქვენ, თუ იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ! და ალლაჰი ხომ მომმადლებელია, ყოვლისმცოდნეა!
4:147
თარგმანი: რეზო მიქელაძე