სურა 8 ენფალი

  1. وَلَا تَكُونُوا كَالَّذِينَ قَالُوا سَمِعْنَا وَهُمْ لَا يَسْمَعُونَ

    და არ იყოთ, რომელთაც თქვეს: შევისმინეთ ჩვენ! მაგრამ არ ესმით მათ.

    8:21
  2. إِنَّ شَرَّ الدَّوَابِّ عِنْدَ اللَّهِ الصُّمُّ الْبُكْمُ الَّذِينَ لَا يَعْقِلُونَ

    უეჭველად, ალლაჰის წინაშე, სულიერთა შორის, ყველაზე უარესნი არიან ყრუნი და მუნჯნი, რომელნიც არ მოეგებიან გონს.

    8:22
  3. وَلَوْ عَلِمَ اللَّهُ فِيهِمْ خَيْرًا لَأَسْمَعَهُمْ ۖ وَلَوْ أَسْمَعَهُمْ لَتَوَلَّوْا وَهُمْ مُعْرِضُونَ

    და მცირედი სიკეთეც რომ ეცნო მათში ალლაჰს, უსათუოდ მოჰგვრიდა მათ სმენას. და რომც შეესმინა, ეგენი მაინც პირს იბრუნებდნენ, და უარმყოფელნი არიან ეგენი!

    8:23
  4. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اسْتَجِيبُوا لِلَّهِ وَلِلرَّسُولِ إِذَا دَعَاكُمْ لِمَا يُحْيِيكُمْ ۖ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَحُولُ بَيْنَ الْمَرْءِ وَقَلْبِهِ وَأَنَّهُ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შეისმინეთ ალლაჰისა და მისი შუამავლისა, როცა მოგიწოდებენ იმისკენ, რაც სიცოცხლეს განიჭებთ. და იცოდეთ, რომ ალლაჰი აღწევს ადამიანსა და მის გულს შორის და უეჭველად, მასთან იქნებით შეკრებილნი!

    8:24
  5. وَاتَّقُوا فِتْنَةً لَا تُصِيبَنَّ الَّذِينَ ظَلَمُوا مِنْكُمْ خَاصَّةً ۖ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ

    მოკრძალებული იყავით გამოცდისადმი, რომელიც მხოლოდ მათ კი არ ეწევათ, რომელთაც ჩაიდინეს უსამართლობა. და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი მკაცრია!

    8:25
  6. وَاذْكُرُوا إِذْ أَنْتُمْ قَلِيلٌ مُسْتَضْعَفُونَ فِي الْأَرْضِ تَخَافُونَ أَنْ يَتَخَطَّفَكُمُ النَّاسُ فَآوَاكُمْ وَأَيَّدَكُمْ بِنَصْرِهِ وَرَزَقَكُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

    და გაიხსენეთ, აკი, თქვენ იყავით მცირერიცხოვანი და სუსტნი დედამიწაზე. როცა გეშინოდათ, რომ ხელთ არ ეგდეთ კაცთ, მაშინ შეგიკედლათ თქვენ და თავისი შეწევნით გაგაძლიერათ და მოგმადლათ სიკეთენი, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!

    8:26
  7. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَخُونُوا اللَّهَ وَالرَّسُولَ وَتَخُونُوا أَمَانَاتِكُمْ وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ უღალატოთ ალლაჰსა და მის შუამავალს, და არ უღალატოთ მინდობილს თქვენდა, და თქვენ ეს იცით!...

    8:27
  8. وَاعْلَمُوا أَنَّمَا أَمْوَالُكُمْ وَأَوْلَادُكُمْ فِتْنَةٌ وَأَنَّ اللَّهَ عِنْدَهُ أَجْرٌ عَظِيمٌ

    და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა, და უეჭველად, ალლაჰთანაა დიდი საზღაური!

    8:28
  9. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنْ تَتَّقُوا اللَّهَ يَجْعَلْ لَكُمْ فُرْقَانًا وَيُكَفِّرْ عَنْكُمْ سَيِّئَاتِكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۗ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ალლაჰის შიში გექნებათ, მოგაგებს თქვენ ჭეშმარიტებისა და ცდომილების გარჩევის უნარს; დაფარავს თქვენს სიავენს და მოგიტევებთ თქვენ. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა!

    8:29
  10. وَإِذْ يَمْكُرُ بِكَ الَّذِينَ كَفَرُوا لِيُثْبِتُوكَ أَوْ يَقْتُلُوكَ أَوْ يُخْرِجُوكَ ۚ وَيَمْكُرُونَ وَيَمْكُرُ اللَّهُ ۖ وَاللَّهُ خَيْرُ الْمَاكِرِينَ

    და აკი, გეგმავდნენ ოინებს შენდამი, რომელთაც უარყვეს, რათა შეეპყარი ან მოეკალი ან გაეძევებინე შენ. და ოინებს აწყობდნენ ეგენი და ალლაჰიც მოუწყობს ოინს; და ალლაჰი ოინის მომწყობთაგან ყველაზე უკეთესია.

    8:30
  11. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا قَالُوا قَدْ سَمِعْنَا لَوْ نَشَاءُ لَقُلْنَا مِثْلَ هَٰذَا ۙ إِنْ هَٰذَا إِلَّا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    და როცა ჩვენი აიათები ეკითხებათ მათ, ამბობენ: გვსმენია უკვე ჩვენ. რომ მოვინდომოთ, დიახაც, რომ ჩვენც ვიტყვით ამისთანას. ეს ხომ მხოლოდ ზღაპრებია უწინდელი.

    8:31
  12. وَإِذْ قَالُوا اللَّهُمَّ إِنْ كَانَ هَٰذَا هُوَ الْحَقَّ مِنْ عِنْدِكَ فَأَمْطِرْ عَلَيْنَا حِجَارَةً مِنَ السَّمَاءِ أَوِ ائْتِنَا بِعَذَابٍ أَلِيمٍ

    და აკი, თქვეს მათ: ღმერთო ჩვენო! თუ ეს ჭეშმარიტება შენგანაა, მაშ, გააწვიმე ჩვენდა ქვები ზეციდან, ან გვაწიე ჩვენ მწარე სასჯელი!

    8:32
  13. وَمَا كَانَ اللَّهُ لِيُعَذِّبَهُمْ وَأَنْتَ فِيهِمْ ۚ وَمَا كَانَ اللَّهُ مُعَذِّبَهُمْ وَهُمْ يَسْتَغْفِرُونَ

    და არ იქნება, ალლაჰმა დასაჯოს ეგენი, როცა მათთან ხარ შენ; და სანამ შენდობას ითხოვენ, არ იქნება ალლაჰმა დასაჯოს ეგენი.

    8:33
  14. وَمَا لَهُمْ أَلَّا يُعَذِّبَهُمُ اللَّهُ وَهُمْ يَصُدُّونَ عَنِ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ وَمَا كَانُوا أَوْلِيَاءَهُ ۚ إِنْ أَوْلِيَاؤُهُ إِلَّا الْمُتَّقُونَ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და რა აბადიათ მათ, რომ არ დასაჯოს ალლაჰმა? და ეგენი სდევნიან მესჯიდი ჰარამიდან, ხოლო არ არიან ეგენი მისი მცველები, მხოლოდ ღვთისმოშიშნი არიან მცველები მისი, მაგრამ არ უწყიან უმეტესობამ მათგან.

    8:34
  15. وَمَا كَانَ صَلَاتُهُمْ عِنْدَ الْبَيْتِ إِلَّا مُكَاءً وَتَصْدِيَةً ۚ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ

    და სხვა რამ არ იყო მათი ლოცვა ღმერთის სახლთან, გარდა სტვენისა და ტაშისცემისა. მაშ, იგემეთ ტანჯვა იმისთვის, რასაც უარყოფდით!

    8:35
  16. إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا يُنْفِقُونَ أَمْوَالَهُمْ لِيَصُدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۚ فَسَيُنْفِقُونَهَا ثُمَّ تَكُونُ عَلَيْهِمْ حَسْرَةً ثُمَّ يُغْلَبُونَ ۗ وَالَّذِينَ كَفَرُوا إِلَىٰ جَهَنَّمَ يُحْشَرُونَ

    უეჭველად, რომელთაც უარყვეს, ხარჯავენ ქონებას, რათა ალლაჰის გზა აღუკვეთონ. შემოეხარჯებათ იგი, შემდეგ შეიპყრობს მათ საშინელი მონანიება, მერე კი ძლეულნი იქნებიან. და ჯოჯოხეთში შეიკრიბებიან, რომელთაც უარყვეს.

    8:36
  17. لِيَمِيزَ اللَّهُ الْخَبِيثَ مِنَ الطَّيِّبِ وَيَجْعَلَ الْخَبِيثَ بَعْضَهُ عَلَىٰ بَعْضٍ فَيَرْكُمَهُ جَمِيعًا فَيَجْعَلَهُ فِي جَهَنَّمَ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    რათა ალლაჰმა გამოარჩიოს ბილწი კარგისგან; და რათა ერთმანეთზე დააწყოს ბილწნი, ერთად შეკრას და ამრგვარად ჯოჯოხეთში განაწესოს ისინი. სწორედ, ეგენი არიან წაგებულნი!

    8:37
  18. قُلْ لِلَّذِينَ كَفَرُوا إِنْ يَنْتَهُوا يُغْفَرْ لَهُمْ مَا قَدْ سَلَفَ وَإِنْ يَعُودُوا فَقَدْ مَضَتْ سُنَّتُ الْأَوَّلِينَ

    უთხარი, რომელთაც უარყვეს: თუ ისინი შეწყვეტენ, მიეტევება მათ რაც წარსულში იყო. და თუ დაუბრუნდებიან, უეჭველად, წინათ მოქმედი კანონი ძალაში შევა.

    8:38
  19. وَقَاتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ الدِّينُ كُلُّهُ لِلَّهِ ۚ فَإِنِ انْتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ بِمَا يَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    და შეებრძოლეთ მაგათ იქამდე, სანამ არ გაქრება ცდუნება და არ იქნება სარწმუნოება მთლიანად ალლაჰისა. ხოლო თუ შეწყვეტენ ისინი, უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან.

    8:39
  20. وَإِنْ تَوَلَّوْا فَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَوْلَاكُمْ ۚ نِعْمَ الْمَوْلَىٰ وَنِعْمَ النَّصِيرُ

    და თუ სახეს აქცევენ, მაშინ იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი თქვენი მფარველია. რა მშვენიერი მფარველია იგი! და რა დიდებული შემწეა იგი!

    8:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე