სურა 78 ნებე
-
إِنَّ جَهَنَّمَ كَانَتْ مِرْصَادًا
უეჭველად, ჯოჯოხეთია ხაფანგად,
78:21 -
لِلطَّاغِينَ مَآبًا
ზღვარგადასულთა განსასვენებლად,
78:22 -
لَابِثِينَ فِيهَا أَحْقَابًا
და დაჰყოფენ იქ საუკუნოდ!...
78:23 -
لَا يَذُوقُونَ فِيهَا بَرْدًا وَلَا شَرَابًا
და ვერ დააგემოვნებენ იქ ვერცა სასმელს და ვერცა (ეღირსებიან)სიგრილეს,
78:24 -
إِلَّا حَمِيمًا وَغَسَّاقًا
გარდა მდუღარე წყლისა და ჩირქისა,
78:25 -
جَزَاءً وِفَاقًا
საზღაურის შესაბამისად!
78:26 -
إِنَّهُمْ كَانُوا لَا يَرْجُونَ حِسَابًا
ვინაიდან, არასოდეს უფიქრიათ, რომ პასუხს აგებინებდნენ!
78:27 -
وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا كِذَّابًا
და სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი სასწაულები, უკიდურეს სიცრუედ,
78:28 -
وَكُلَّ شَيْءٍ أَحْصَيْنَاهُ كِتَابًا
და ჩვენ ყველაფერი წიგნად ავსახეთ!
78:29 -
فَذُوقُوا فَلَنْ نَزِيدَكُمْ إِلَّا عَذَابًا
მაშ, იგემეთ! არაფერს მოგიმატებთ, გარდა ტანჯვისა!
78:30 -
إِنَّ لِلْمُتَّقِينَ مَفَازًا
უეჭველად, ნეტარება ღვთისმოსავთათვისაა!
78:31 -
حَدَائِقَ وَأَعْنَابًا
(ასევე მათთვისაა) ბაღები და ზვრები,
78:32 -
وَكَوَاعِبَ أَتْرَابًا
მკერდსავსე თანატოლები,
78:33 -
وَكَأْسًا دِهَاقًا
და სავსე ფიალები.
78:34 -
لَا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا وَلَا كِذَّابًا
იქ არ მოისმენენ ეგენი ფუჭსიტყვაობასა და სიცრუეს!
78:35 -
جَزَاءً مِنْ رَبِّكَ عَطَاءً حِسَابًا
საზღაურად ჯილდო შენი ღმერთისგან საკმარისია!
78:36 -
رَبِّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا الرَّحْمَٰنِ ۖ لَا يَمْلِكُونَ مِنْهُ خِطَابًا
ღმერთი, ცათა და მიწის და იმისა, რაც მათ შორისაა, მოწყალეა და არავის შესწევს ძალა მის წინაშე ილაპარაკოს!
78:37 -
يَوْمَ يَقُومُ الرُّوحُ وَالْمَلَائِكَةُ صَفًّا ۖ لَا يَتَكَلَّمُونَ إِلَّا مَنْ أَذِنَ لَهُ الرَّحْمَٰنُ وَقَالَ صَوَابًا
იმ დღეს სული და ანგელოზები ერთ მწკრივში დადგებიან და ვერ ილაპარაკებენ, თვინიერ მისი, რომელსაც მოწყალე დართავს ნებას და ის მხოლოდ სიმართლეს იტყვის!
78:38 -
ذَٰلِكَ الْيَوْمُ الْحَقُّ ۖ فَمَنْ شَاءَ اتَّخَذَ إِلَىٰ رَبِّهِ مَآبًا
ეს არის დღე ჭეშმარიტი. და ვისაც სურს თავის ღმერთთან თავშესაფარი დაიდოს,
78:39 -
إِنَّا أَنْذَرْنَاكُمْ عَذَابًا قَرِيبًا يَوْمَ يَنْظُرُ الْمَرْءُ مَا قَدَّمَتْ يَدَاهُ وَيَقُولُ الْكَافِرُ يَا لَيْتَنِي كُنْتُ تُرَابًا
უეჭველად, ჩვენ გაგაფრთხილეთ საზღაურის სიახლოვისა, იმ დღეს ადამიანი ნახავს იმას, რაც წაუმძღვარებია მის ხელებს, და იტყვის ურწმუნო: იქნებ მიწად გარდავიქცეო!
78:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე