სურა 77 მურსელათი

  1. إِنَّ الْمُتَّقِينَ فِي ظِلَالٍ وَعُيُونٍ

    უეჭველად, ჭეშმარიტი მორწმუნენი ჩრდილებში და წყაროებთან.

    77:41
  2. وَفَوَاكِهَ مِمَّا يَشْتَهُونَ

    და ხეხილი (აქვთ), რასაც ისურვებენ!

    77:42
  3. كُلُوا وَاشْرَبُوا هَنِيئًا بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ თქვენი ღვაწლისთვის.

    77:43
  4. إِنَّا كَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ

    უეჭველად, ასე მივაგებთ კეთილისმქნელთ!

    77:44
  5. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ!

    77:45
  6. كُلُوا وَتَمَتَّعُوا قَلِيلًا إِنَّكُمْ مُجْرِمُونَ

    ჭამეთ და დასტკბით კიდევ ცოტა ხანს, რამეთუ ცოდვილნი ხართ!

    77:46
  7. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ!

    77:47
  8. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ ارْكَعُوا لَا يَرْكَعُونَ

    და როცა ეტყვიან მათ: წელში მოიხარეთ! არ იხრებიან წელში.

    77:48
  9. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ!

    77:49
  10. فَبِأَيِّ حَدِيثٍ بَعْدَهُ يُؤْمِنُونَ

    მაშ, ამის შემდეგ რომელ სიტყვას ირწმუნებენ?

    77:50

თარგმანი: რეზო მიქელაძე