სურა 77 მურსელათი

  1. فَجَعَلْنَاهُ فِي قَرَارٍ مَكِينٍ

    შემდეგ იგი მოვათავსეთ საიმედო ადგილას

    77:21
  2. إِلَىٰ قَدَرٍ مَعْلُومٍ

    დათქმულ დრომდე...

    77:22
  3. فَقَدَرْنَا فَنِعْمَ الْقَادِرُونَ

    ჩვენ (ადამიანის გაჩენა) სწორედ ასე დავაწესეთ და რა მშვენიერია ჩვენი განწესების ძალა!

    77:23
  4. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა!

    77:24
  5. أَلَمْ نَجْعَلِ الْأَرْضَ كِفَاتًا

    განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სამყოფად

    77:25
  6. أَحْيَاءً وَأَمْوَاتًا

    ცოცხლებისთვის და მკვდრებისთვის,

    77:26
  7. وَجَعَلْنَا فِيهَا رَوَاسِيَ شَامِخَاتٍ وَأَسْقَيْنَاكُمْ مَاءً فُرَاتًا

    და იქ დავადგინეთ მყარი, მაღალი მთები და დაგარწყულეთ მტკნარი წყლით?

    77:27
  8. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა!

    77:28
  9. انْطَلِقُوا إِلَىٰ مَا كُنْتُمْ بِهِ تُكَذِّبُونَ

    წადით იმასთან, რასაც ცრუდ რაცხავდით!

    77:29
  10. انْطَلِقُوا إِلَىٰ ظِلٍّ ذِي ثَلَاثِ شُعَبٍ

    წადით წყვდიადში, რომელიც სამ სვეტად აფრქვევს ბოლს;

    77:30
  11. لَا ظَلِيلٍ وَلَا يُغْنِي مِنَ اللَّهَبِ

    ის ვერც დაუჩრდილებს და ვერც ცეცხლისგან დაიცავს,

    77:31
  12. إِنَّهَا تَرْمِي بِشَرَرٍ كَالْقَصْرِ

    რამეთუ იგი კოშკისმაგვარ ნაპერწკლებს ამოაფრქვევს,

    77:32
  13. كَأَنَّهُ جِمَالَتٌ صُفْرٌ

    მწითურს, მსგავსს აქლემისას.

    77:33
  14. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ!

    77:34
  15. هَٰذَا يَوْمُ لَا يَنْطِقُونَ

    ესაა დღე, როცა ვერ ილაპარაკებენ,

    77:35
  16. وَلَا يُؤْذَنُ لَهُمْ فَيَعْتَذِرُونَ

    მათ არ მიეცემათ ნება, რომ თავი იმართლონ.

    77:36
  17. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ!

    77:37
  18. هَٰذَا يَوْمُ الْفَصْلِ ۖ جَمَعْنَاكُمْ وَالْأَوَّلِينَ

    ეს გამიჯვნის დღეა. ჩვენ შეგკრიბეთ თქვენც და თავდაპირველნიც.

    77:38
  19. فَإِنْ كَانَ لَكُمْ كَيْدٌ فَكِيدُونِ

    მაშ, თუ მოგეძებნებათ რაიმე ხერხი, მე გამაცურეთ!

    77:39
  20. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ!

    77:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე