სურა 74 მუდდესირი, აიათი 32 – 56

  1. كَلَّا وَالْقَمَرِ

    არამც და არამც! ვფიცავ, მთვარეს

    74:32
  2. وَاللَّيْلِ إِذْ أَدْبَرَ

    და ღამეს გალევისას!

    74:33
  3. وَالصُّبْحِ إِذَا أَسْفَرَ

    და დილას გარიჟრაჟისას!

    74:34
  4. إِنَّهَا لَإِحْدَى الْكُبَرِ

    უეჭველად, იგი ერთ–ერთი უდიდესთაგანია

    74:35
  5. نَذِيرًا لِلْبَشَرِ

    შეგონებად ადამიანისთვის,

    74:36
  6. لِمَنْ شَاءَ مِنْكُمْ أَنْ يَتَقَدَّمَ أَوْ يَتَأَخَّرَ

    მათთვის, ვინც ინებებს თქვენგან წინ წავიდეს ან უკან დაიხიოს.

    74:37
  7. كُلُّ نَفْسٍ بِمَا كَسَبَتْ رَهِينَةٌ

    ყოველი სული მძევალია იმის, რაც მოიხვეჭა,

    74:38
  8. إِلَّا أَصْحَابَ الْيَمِينِ

    გარდა მარჯვენა მხარის ხალხისა.

    74:39
  9. فِي جَنَّاتٍ يَتَسَاءَلُونَ

    სამოთხეში შეეკითხებიან ერთმანეთს

    74:40
  10. عَنِ الْمُجْرِمِينَ

    ცოდვილთა შესახებ:

    74:41
  11. مَا سَلَكَكُمْ فِي سَقَرَ

    რამ მოგახვედრათ თქვენ ჯოჯოხეთში?

    74:42
  12. قَالُوا لَمْ نَكُ مِنَ الْمُصَلِّينَ

    მიუგეს: არ ვიყავით მლოცველთა შორის,

    74:43
  13. وَلَمْ نَكُ نُطْعِمُ الْمِسْكِينَ

    და არ ვაპურებდით უპოვართ,

    74:44
  14. وَكُنَّا نَخُوضُ مَعَ الْخَائِضِينَ

    და ვყბედობდით ყბედებთან,

    74:45
  15. وَكُنَّا نُكَذِّبُ بِيَوْمِ الدِّينِ

    და ჩვენ ცრუდ ვრაცხდით განკითხვის დღეს,

    74:46
  16. حَتَّىٰ أَتَانَا الْيَقِينُ

    ვიდრეღა აღვესრულებოდით.

    74:47
  17. فَمَا تَنْفَعُهُمْ شَفَاعَةُ الشَّافِعِينَ

    უკვე არ არგებთ მათ შუამადგომლობა შუამდგომელთა.

    74:48
  18. فَمَا لَهُمْ عَنِ التَّذْكِرَةِ مُعْرِضِينَ

    ამის მიუხედავად, რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?

    74:49
  19. كَأَنَّهُمْ حُمُرٌ مُسْتَنْفِرَةٌ

    თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი,

    74:50
  20. فَرَّتْ مِنْ قَسْوَرَةٍ

    გარბიან ლომისგან.

    74:51
  21. بَلْ يُرِيدُ كُلُّ امْرِئٍ مِنْهُمْ أَنْ يُؤْتَىٰ صُحُفًا مُنَشَّرَةً

    უფრო სწორად, მათგან ყოველ ადამიანს სურს, რომ ებოძოს ფურცლები გაშლილი.

    74:52
  22. كَلَّا ۖ بَلْ لَا يَخَافُونَ الْآخِرَةَ

    არამც და არამც! მათ არ ეშინიათ საიქიოსი!

    74:53
  23. كَلَّا إِنَّهُ تَذْكِرَةٌ

    უეჭველად, იგი შეგონებაა!

    74:54
  24. فَمَنْ شَاءَ ذَكَرَهُ

    მაშ, შეიგონებს მას, ინებებს ვინც!

    74:55
  25. وَمَا يَذْكُرُونَ إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ ۚ هُوَ أَهْلُ التَّقْوَىٰ وَأَهْلُ الْمَغْفِرَةِ

    და არ შეიგონებენ, თუ არა ნება ალლაჰისა. იგია ღვთისმოშიშობის და მიტევების წყარო!

    74:56

თარგმანი: რეზო მიქელაძე