სურა 74 მუდდესირი, აიათი 1 – 31

  1. يَا أَيُّهَا الْمُدَّثِّرُ

    ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!

    74:1
  2. قُمْ فَأَنْذِرْ

    წამოდექი და შეაგონე!

    74:2
  3. وَرَبَّكَ فَكَبِّرْ

    და ადიდე ღმერთი შენი!

    74:3
  4. وَثِيَابَكَ فَطَهِّرْ

    და შენი სამოსი განიწმინდე,

    74:4
  5. وَالرُّجْزَ فَاهْجُرْ

    და სიბილწე განაგდე!

    74:5
  6. وَلَا تَمْنُنْ تَسْتَكْثِرُ

    და ნუ იქმ სიკეთეს, რომ უფრო მეტი მოიხვეჭო!

    74:6
  7. وَلِرَبِّكَ فَاصْبِرْ

    და მოითმინე შენი ღმერთის კმაყოფილებისთვის!

    74:7
  8. فَإِذَا نُقِرَ فِي النَّاقُورِ

    ხოლო როცა ჩაიბერება საყვირში,

    74:8
  9. فَذَٰلِكَ يَوْمَئِذٍ يَوْمٌ عَسِيرٌ

    სწორედ ის დღე ძნელი დღეა.

    74:9
  10. عَلَى الْكَافِرِينَ غَيْرُ يَسِيرٍ

    რომელიც ურწმუნოთათვის არ იქნება ადვილი.

    74:10
  11. ذَرْنِي وَمَنْ خَلَقْتُ وَحِيدًا

    მე დამიტოვე იგი, ვინც გავაჩინე ეული

    74:11
  12. وَجَعَلْتُ لَهُ مَالًا مَمْدُودًا

    და დავადგინე მისთვის ქონება ურიცხვი,

    74:12
  13. وَبَنِينَ شُهُودًا

    და ძენი გარშემორტყმული,

    74:13
  14. وَمَهَّدْتُ لَهُ تَمْهِيدًا

    და მას მივეცი უხვი სარჩო და ფართო შესაძლებლობა.

    74:14
  15. ثُمَّ يَطْمَعُ أَنْ أَزِيدَ

    მერე დახარბდა, რომ მომემატებია.

    74:15
  16. كَلَّا ۖ إِنَّهُ كَانَ لِآيَاتِنَا عَنِيدًا

    არამც და არამც! უეჭველად, იგი შეიქმნა ჩვენი აიათების წინაშე ურჩი.

    74:16
  17. سَأُرْهِقُهُ صَعُودًا

    სულ მალე გავრეკავ მას ცეცხლის ხრამში.

    74:17
  18. إِنَّهُ فَكَّرَ وَقَدَّرَ

    რამეთუ მან იფიქრა და ასე გადაწყვიტა.

    74:18
  19. فَقُتِلَ كَيْفَ قَدَّرَ

    დაე, სული ამოხდეს, ისე როგორც გადაწყვიტა!

    74:19
  20. ثُمَّ قُتِلَ كَيْفَ قَدَّرَ

    მერე სულის ამოსახდელმა როგორ განიზრახა!

    74:20
  21. ثُمَّ نَظَرَ

    მერე შეხედა,

    74:21
  22. ثُمَّ عَبَسَ وَبَسَرَ

    მერე მოიქუფრა და შეიჭმუხნა,

    74:22
  23. ثُمَّ أَدْبَرَ وَاسْتَكْبَرَ

    მერე ზურგი აქცია და გადიდგულდა,

    74:23
  24. فَقَالَ إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ يُؤْثَرُ

    მაშინ თქვა: „სხვა არაფერია ეს, თუ არა გადმოცემული გრძნეულება“!

    74:24
  25. إِنْ هَٰذَا إِلَّا قَوْلُ الْبَشَرِ

    სხვა არაფერია ეს, თუ არა ადამიანის სიტყვა!

    74:25
  26. سَأُصْلِيهِ سَقَرَ

    სულ მალე შევუნთებ მაგას სეყერში!

    74:26
  27. وَمَا أَدْرَاكَ مَا سَقَرُ

    რამ გამცნოს, რა არის სეყერი?

    74:27
  28. لَا تُبْقِي وَلَا تَذَرُ

    დაწვავს და არაფერს დატოვებს,

    74:28
  29. لَوَّاحَةٌ لِلْبَشَرِ

    გადამბუგავია ადამიანის.

    74:29
  30. عَلَيْهَا تِسْعَةَ عَشَرَ

    მასზე არიან ცხრამეტნი.

    74:30
  31. وَمَا جَعَلْنَا أَصْحَابَ النَّارِ إِلَّا مَلَائِكَةً ۙ وَمَا جَعَلْنَا عِدَّتَهُمْ إِلَّا فِتْنَةً لِلَّذِينَ كَفَرُوا لِيَسْتَيْقِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ وَيَزْدَادَ الَّذِينَ آمَنُوا إِيمَانًا ۙ وَلَا يَرْتَابَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ وَالْمُؤْمِنُونَ ۙ وَلِيَقُولَ الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ وَالْكَافِرُونَ مَاذَا أَرَادَ اللَّهُ بِهَٰذَا مَثَلًا ۚ كَذَٰلِكَ يُضِلُّ اللَّهُ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۚ وَمَا يَعْلَمُ جُنُودَ رَبِّكَ إِلَّا هُوَ ۚ وَمَا هِيَ إِلَّا ذِكْرَىٰ لِلْبَشَرِ

    და ჩვენ არავინ დაგვიდგენია ცეცხლის პატრონებად, გარდა ანგელოზებისა. და არ დაგვიდგენია მათი რაოდენობა, თუ არა გამოცდად მათთვის, რომელთაც უარყვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ ისინი, რომელთაც ებოძათ წიგნი და გაეძლიერებინა მათთვის რწმენა, რომელთაც ირწმუნეს; და რომ არ დაეჭვებულიყვნენ, რომელთაც ებოძათ წიგნი და მორწმუნენი, და რომ ეთქვათ, რომელთა გულებშიც სენია და იმათ, რომელთაც უარყვეს: რა ინება ალლაჰმა ამ იგავით? აი, ასე ცდომილებაში დატოვებს ალლაჰი, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. არავინ უწყის შენი ღმერთის ლაშქარს, თვინიერ მისი! და სხვა არაფერია იგი, თუ არა შეხსენება ადამიანისთვის!

    74:31

თარგმანი: რეზო მიქელაძე