სურა 6 ენღამი, აიათი 19

  1. قُلْ أَيُّ شَيْءٍ أَكْبَرُ شَهَادَةً ۖ قُلِ اللَّهُ ۖ شَهِيدٌ بَيْنِي وَبَيْنَكُمْ ۚ وَأُوحِيَ إِلَيَّ هَٰذَا الْقُرْآنُ لِأُنْذِرَكُمْ بِهِ وَمَنْ بَلَغَ ۚ أَئِنَّكُمْ لَتَشْهَدُونَ أَنَّ مَعَ اللَّهِ آلِهَةً أُخْرَىٰ ۚ قُلْ لَا أَشْهَدُ ۚ قُلْ إِنَّمَا هُوَ إِلَٰهٌ وَاحِدٌ وَإِنَّنِي بَرِيءٌ مِمَّا تُشْرِكُونَ

    ჰკითხე შენ: „რა არის ყველაზე დიდი მოწმეობა?“ უპასუხე: „ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენს შორის, და შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება. როგორღა ამოწმებთ თქვენ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთები არიან?“ მიუგე: „არ ვამოწმებ!“ უთხარი შენ: „მხოლოდ იგია ღმერთი ერთი, და უეჭველად, შორსა ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ თქვენ“!

    6:19

თარგმანი: რეზო მიქელაძე