სურა 68 კალამი, აიათი 17 – 33

  1. إِنَّا بَلَوْنَاهُمْ كَمَا بَلَوْنَا أَصْحَابَ الْجَنَّةِ إِذْ أَقْسَمُوا لَيَصْرِمُنَّهَا مُصْبِحِينَ

    უეჭველად, ჩვენ გამოვცადეთ ისინი, ისევე როგორც გამოვცადეთ ბაღის მკვიდრნი, რომელთაც დაიფიცეს: „ხვალ ალიონზე დავკრეფთ მოსავალს“.

    68:17
  2. وَلَا يَسْتَثْنُونَ

    და არც გამონაკლისი დაუყოლებიათ.

    68:18
  3. فَطَافَ عَلَيْهَا طَائِفٌ مِنْ رَبِّكَ وَهُمْ نَائِمُونَ

    მაგრამ ზედ შემოეხვია მას გრიგალი შენი ღმერთისგან, როცა მათ ეძინათ.

    68:19
  4. فَأَصْبَحَتْ كَالصَّرِيمِ

    ამრიგად, გარდაიქცა შავ მიწად.

    68:20
  5. فَتَنَادَوْا مُصْبِحِينَ

    ბოლოს, როცა გათენდა, ერთმანეთს გადასძახეს:

    68:21
  6. أَنِ اغْدُوا عَلَىٰ حَرْثِكُمْ إِنْ كُنْتُمْ صَارِمِينَ

    დილიდანვე წამოდით თქვენ სამკალში, თუკი უნდა დაკრიფოთ!

    68:22
  7. فَانْطَلَقُوا وَهُمْ يَتَخَافَتُونَ

    მაშინვე გაეშურნენ და ერთმანეთში ბურტყულებდნენ:

    68:23
  8. أَنْ لَا يَدْخُلَنَّهَا الْيَوْمَ عَلَيْكُمْ مِسْكِينٌ

    არ შემოვუშვათ აქ დღეს არც ერთი ღატაკი.

    68:24
  9. وَغَدَوْا عَلَىٰ حَرْدٍ قَادِرِينَ

    და დილაადრიანად წავიდნენ იმ განზრახვით, რომ მათ ძალუძდათ აღკვეთა.

    68:25
  10. فَلَمَّا رَأَوْهَا قَالُوا إِنَّا لَضَالُّونَ

    ხოლო როცა დაინახეს, თქვეს: უეჭველად, ჩვენ ავცდით!

    68:26
  11. بَلْ نَحْنُ مَحْرُومُونَ

    არა, ჩვენ გავღატაკდით!

    68:27
  12. قَالَ أَوْسَطُهُمْ أَلَمْ أَقُلْ لَكُمْ لَوْلَا تُسَبِّحُونَ

    და თქვა მათგან გონიერმა: განა არ მითქვამს თქვენთვის, ეგების ქება-დიდება აღუვლინოთ!

    68:28
  13. قَالُوا سُبْحَانَ رَبِّنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ

    თქვეს: დიდება ჩვენს ღმერთს! უეჭველად, უსამართლოდ მოვიქეცით!

    68:29
  14. فَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ يَتَلَاوَمُونَ

    და მოჰყვნენ ერთმანეთის გაკიცხვას.

    68:30
  15. قَالُوا يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا طَاغِينَ

    თქვეს: „ვაი, ჩვენ! უეჭველად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი!

    68:31
  16. عَسَىٰ رَبُّنَا أَنْ يُبْدِلَنَا خَيْرًا مِنْهَا إِنَّا إِلَىٰ رَبِّنَا رَاغِبُونَ

    ეგების, ჩვენმა ღმერთმა, შეგვიცვალოს მასზე უკეთესით. უეჭველად, ჩვენი წადილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ღმერთის კმაყოფილების მოპოვების სურვილია...

    68:32
  17. كَذَٰلِكَ الْعَذَابُ ۖ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    სწორედ ესაა სასჯელი. და უთუოდ, სასჯელი საიქიოსი უდიდესია, ნეტავ სცოდნოდათ!...

    68:33

თარგმანი: რეზო მიქელაძე