სურა 68 კალამი, აიათი 1 – 10
-
ن ۚ وَالْقَلَمِ وَمَا يَسْطُرُونَ
ნუნ. ვფიცავ კალამს და იმას, რაცაა სტრიქონ-სტრიქონ დაწერილი.
68:1 -
مَا أَنْتَ بِنِعْمَةِ رَبِّكَ بِمَجْنُونٍ
არა ხარ შენ შენი ღმერთის წყალობით გიჟი,
68:2 -
وَإِنَّ لَكَ لَأَجْرًا غَيْرَ مَمْنُونٍ
და უეჭველად, შენთვის საზღაურია გამოულევი,
68:3 -
وَإِنَّكَ لَعَلَىٰ خُلُقٍ عَظِيمٍ
და უეჭველად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას!
68:4 -
فَسَتُبْصِرُ وَيُبْصِرُونَ
მაშ, მალე შენ იხილავ და ისინიც იხილავენ
68:5 -
بِأَيْيِكُمُ الْمَفْتُونُ
თქვენ შორის ვინ არის შეშლილი.
68:6 -
إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَنْ ضَلَّ عَنْ سَبِيلِهِ وَهُوَ أَعْلَمُ بِالْمُهْتَدِينَ
უეჭველად, შენი ღმერთი უკეთ უწყის, თუ ვინ აცდა თავის გზას და უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფთ.
68:7 -
فَلَا تُطِعِ الْمُكَذِّبِينَ
მაშ, არ დამორჩილდე ცრუდ შემრაცხველთ!
68:8 -
وَدُّوا لَوْ تُدْهِنُ فَيُدْهِنُونَ
ისურვეს მათ, რომ ხელი აიღო და მაშინ ისინიც ხელს აიღებენ.
68:9 -
وَلَا تُطِعْ كُلَّ حَلَّافٍ مَهِينٍ
და არ მიჰყვე არც ერთ მაფიცარს, უღირსს,
68:10
თარგმანი: რეზო მიქელაძე