სურა 56 ვაყიღეთი, აიათი 21 – 29
-
وَلَحْمِ طَيْرٍ مِمَّا يَشْتَهُونَ
და ხორცი ყველა სახეობის ფრინველთა, რომელსაც ისურვებენ.
56:21 -
وَحُورٌ عِينٌ
და ქათქათები, დიდთვალება ქალწულნი
56:22 -
كَأَمْثَالِ اللُّؤْلُؤِ الْمَكْنُونِ
ხელუხლებელი მარგალიტის დარნი.
56:23 -
جَزَاءً بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ
საზღაურად იმისა, რასაც ისინი იქმდნენ!
56:24 -
لَا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا وَلَا تَأْثِيمًا
იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ და არ იქნება ცოდვის ჩადენა,
56:25 -
إِلَّا قِيلًا سَلَامًا سَلَامًا
მხოლოდ ერთი სიტყვა - „მშვიდობა“! „მშვიდობა!“
56:26 -
وَأَصْحَابُ الْيَمِينِ مَا أَصْحَابُ الْيَمِينِ
და მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!
56:27 -
فِي سِدْرٍ مَخْضُودٍ
და ბლის ხეები უეკლო.
56:28 -
وَطَلْحٍ مَنْضُودٍ
და ბანანის ხე, დახუნძლული ნაყოფით.
56:29
თარგმანი: რეზო მიქელაძე