სურა 56 ვაყიღეთი, აიათი 1 – 14

  1. إِذَا وَقَعَتِ الْوَاقِعَةُ

    როცა დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი

    56:1
  2. لَيْسَ لِوَقْعَتِهَا كَاذِبَةٌ

    ვერავინ იქნება მისი დადგომის ცრუდ შემრაცხავი,

    56:2
  3. خَافِضَةٌ رَافِعَةٌ

    დამამცირებელი, ამამაღლებელი.

    56:3
  4. إِذَا رُجَّتِ الْأَرْضُ رَجًّا

    როცა შეირყევა ქვეყანა ძლიერი შერყევით,

    56:4
  5. وَبُسَّتِ الْجِبَالُ بَسًّا

    და დანაწევრდება მთები პატარა ნამსხვრევებად,

    56:5
  6. فَكَانَتْ هَبَاءً مُنْبَثًّا

    მაშინ იქცევა ნამცეცებად გაფანტულად,

    56:6
  7. وَكُنْتُمْ أَزْوَاجًا ثَلَاثَةً

    და თქვენც იქნებით გაყოფილი სამ წყვილ ჯგუფად.

    56:7
  8. فَأَصْحَابُ الْمَيْمَنَةِ مَا أَصْحَابُ الْمَيْمَنَةِ

    აჰა, მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!

    56:8
  9. وَأَصْحَابُ الْمَشْأَمَةِ مَا أَصْحَابُ الْمَشْأَمَةِ

    და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?!

    56:9
  10. وَالسَّابِقُونَ السَّابِقُونَ

    და პირველწარმატებულნი. პირველწარმატებულნი -

    56:10
  11. أُولَٰئِكَ الْمُقَرَّبُونَ

    სწორედ ეგენი არიან დაახლოებულნი,

    56:11
  12. فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ

    ნეტარების ბაღებში,

    56:12
  13. ثُلَّةٌ مِنَ الْأَوَّلِينَ

    თემნი უპირველესნი

    56:13
  14. وَقَلِيلٌ مِنَ الْآخِرِينَ

    და ცოტაც – ბოლოთაგანი

    56:14

თარგმანი: რეზო მიქელაძე