სურა 55 რაჰმანი, აიათი 1 – 13
-
الرَّحْمَٰنُ
მოწყალემ
55:1 -
عَلَّمَ الْقُرْآنَ
შეასწავლა ყურანი,
55:2 -
خَلَقَ الْإِنْسَانَ
გააჩინა ადამიანი,
55:3 -
عَلَّمَهُ الْبَيَانَ
შეასწავლა მას მჭერმეტყველება.
55:4 -
الشَّمْسُ وَالْقَمَرُ بِحُسْبَانٍ
მზე და მთვარე – გათვლილი ანგარიშით (მოძრაობენ).
55:5 -
وَالنَّجْمُ وَالشَّجَرُ يَسْجُدَانِ
და ვარსკვლავები და ხეები სეჯდეს ასრულებენ
55:6 -
وَالسَّمَاءَ رَفَعَهَا وَوَضَعَ الْمِيزَانَ
და ზეცაც, რომელიც აღმართა. და განათავსა სასწორი,
55:7 -
أَلَّا تَطْغَوْا فِي الْمِيزَانِ
რომ არ გადახდეთ წონაში.
55:8 -
وَأَقِيمُوا الْوَزْنَ بِالْقِسْطِ وَلَا تُخْسِرُوا الْمِيزَانَ
გამართეთ სასწორი სამართლიანად და არ დააკლოთ წონაში!
55:9 -
وَالْأَرْضَ وَضَعَهَا لِلْأَنَامِ
და ქვეყანა, რომელიც განაწესა სულდგმულთათვის,
55:10 -
فِيهَا فَاكِهَةٌ وَالنَّخْلُ ذَاتُ الْأَكْمَامِ
მასშია ხილი და ინდის ხურმა დახუნძლული.
55:11 -
وَالْحَبُّ ذُو الْعَصْفِ وَالرَّيْحَانُ
ასევე შეფოთლილი მარცვლეული და სურნელოვანი ბალახი.
55:12 -
فَبِأَيِّ آلَاءِ رَبِّكُمَا تُكَذِّبَانِ
მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!
55:13
თარგმანი: რეზო მიქელაძე