სურა 54 ყემერი

  1. وَلَقَدْ جَاءَ آلَ فِرْعَوْنَ النُّذُرُ

    და ვფიცავ, მივიდა ფარაონის სახლეულთან შეგონებანი!

    54:41
  2. كَذَّبُوا بِآيَاتِنَا كُلِّهَا فَأَخَذْنَاهُمْ أَخْذَ عَزِيزٍ مُقْتَدِرٍ

    მათ ცრუდ ჩათვალეს ჩვენი სასწაულნი ერთბაშად, ამიტომაც შევიპყარით ისინი ძლევამოსილისა, ყოვლისშემძლის შეპყრობით.

    54:42
  3. أَكُفَّارُكُمْ خَيْرٌ مِنْ أُولَٰئِكُمْ أَمْ لَكُمْ بَرَاءَةٌ فِي الزُّبُرِ

    განა თქვენი ურწმუნონი უკეთესნი არიან იმათზე? ან იქნებ თქვენ ხელშეუხებლობის პირობა გებოძათ, წერილთა თანახმად?

    54:43
  4. أَمْ يَقُولُونَ نَحْنُ جَمِيعٌ مُنْتَصِرٌ

    ან ამბობენ: „ჩვენ ერთსულოვანი ვართ და ჩვენ ღირსნი ვართ გამარჯვების.“

    54:44
  5. سَيُهْزَمُ الْجَمْعُ وَيُوَلُّونَ الدُّبُرَ

    სულ მალე დამარცხდება ეს ჯგუფი და უკუიქცევიან!

    54:45
  6. بَلِ السَّاعَةُ مَوْعِدُهُمْ وَالسَّاعَةُ أَدْهَىٰ وَأَمَرُّ

    არა, ჟამი მათი აღთქმული დროა და ეს ჟამი მრისხანე და შემაძრწუნებელია!

    54:46
  7. إِنَّ الْمُجْرِمِينَ فِي ضَلَالٍ وَسُعُرٍ

    უეჭველად, ცოდვილნი ცხად გზააბნევასა და ცდომილებაში აღმოჩნდებიან.

    54:47
  8. يَوْمَ يُسْحَبُونَ فِي النَّارِ عَلَىٰ وُجُوهِهِمْ ذُوقُوا مَسَّ سَقَرَ

    იმ დღეს პირქვე დამხობილნი გაირეკებიან ცეცხლში. იგემეთ შეხება ჯოჯოხეთის!

    54:48
  9. إِنَّا كُلَّ شَيْءٍ خَلَقْنَاهُ بِقَدَرٍ

    უეჭველად, ჩვენ ყველაფერი გავაჩინეთ თანაზომიერებით.

    54:49
  10. وَمَا أَمْرُنَا إِلَّا وَاحِدَةٌ كَلَمْحٍ بِالْبَصَرِ

    და ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია, ისეთივე, როგორც თვალის დახამხამება.

    54:50
  11. وَلَقَدْ أَهْلَكْنَا أَشْيَاعَكُمْ فَهَلْ مِنْ مُدَّكِرٍ

    და ვფიცავ, გავანადგურეთ თქვენი მსგავსნი. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?

    54:51
  12. وَكُلُّ شَيْءٍ فَعَلُوهُ فِي الزُّبُرِ

    და ყოველივე, რაც ქმნეს, დაცულ წიგნშია,

    54:52
  13. وَكُلُّ صَغِيرٍ وَكَبِيرٍ مُسْتَطَرٌ

    და ყველაფერი მცირე და დიდი აღნუსხულია.

    54:53
  14. إِنَّ الْمُتَّقِينَ فِي جَنَّاتٍ وَنَهَرٍ

    ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და მდინარეებში იქნებიან,

    54:54
  15. فِي مَقْعَدِ صِدْقٍ عِنْدَ مَلِيكٍ مُقْتَدِرٍ

    ძლევამოსილ მბრძანებელთან, ჭეშმარიტების სამყოფელში.

    54:55

თარგმანი: რეზო მიქელაძე